შაბათი, აპრილი 19, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიანალიტიკასაქართველოში, 2020 წლის 26 თებერვლიდან 10 ივნისის ჩათვლით,...

საქართველოში, 2020 წლის 26 თებერვლიდან 10 ივნისის ჩათვლით, კოვიდ19-ით 119 მედიცინის მუშაკია დაინფიცირებული – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა საქართველოში მიმდინარე პანდემიის მეორე დეტალური ანგარიში. როგორც ანგარიშშია წარმოდგენილი 30 იანვრიდან 11 ივნისამდე პერიოდში ქვეყანაში ჩატარებული ტესტების რაოდენობა შეადგენს 75 374, მათ შორის 71 149 პირველადი.

საქართველოში, 2020 წლის 26 თებერვლიდან 10 ივნისის ჩათვლით, რეგისტრირებულია სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი სამსახურების თანამშრომელთა დასნებოვანების 119 შემთხვევა, რაც ქვეყანაში რეგისტრირებული შემთხვევების (829) 14,4%-ს შეადგენს, მათ შორის 84,9% (101 შემთხვევა) არის სამედიცინო პერსონალი და 15,1% (18 შემთხვევა) – ტექნიკური პერსონალი.

განაწილება პროფესიული ჯგუფების მიხედვით:

  • ექთანი – 58% (58 შემთხვევა)
  • ექიმი – 31% (31 შემთხვევა)
  • უმცროსი სამედიცინო პერსონალი – 10% (10 შემთხვევა)
  • ექიმი-ეპიდემიოლოგი – 1% (1 შემთხვევა)

ინფიცირებული სამედიცინო პერსონალის უდიდეს ნაწილს (84%) ქალები წარმოადგენენ.

ჩატარებული კვლევების უმეტესი ნაწილი – 25 700, მათ შორის 22 275 უნიკალური პირი (თითქმის 40%) ცხელების ან კოვიდ კლინიკის და საკარანტინო სივრცის ბენეფიციარებს წარმოადგენდა.

სხვადასხვა სამედიცინო სერვისის მიმწოდებლებსა და საკარანტინე სივრცის / საბაჟო სამსახურის თანამშრომელთა კვლევებით მოცვამ გამოკვლეულთა 35% შეადგინა (სულ 22 429 კვლევა).

ჩატარებული გამოკვლევების 12%-მდე სსვადასხვა სტაციონარების იმ პაციენტებზე მოდიოდა, რომლებსაც COVID-19-თვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდათ. გამოკვლეულთა 7,5%-ს დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები წარმოადგენდნენ.

ასევე ანგარიშში 11 ივნისის მდგომარეობით, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტში აღრიცხულია COVID-19- ის 290 შემთხვევა, რაც ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილი შემთხვევების 35%-ს შეადგენს. მათგან ბოლნისში – 186; თეთრიწყაროში – 59 და მარნეულში – 45 შემთხვევა.

ასევე სულ შესწავლილი იქნა 30 კლასტერი და გამოკვლეული იყო 300 პირი.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენი ორგანიზაციის (ISSA) მიერ სულ ახლახან ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს ერთ საინტერესო შედეგს” – იაგო...

სოციოლოგიის დოქტორი იაგო კაჭკაჭიშვილი, ჩატარებულ კვლევაში, საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...

“არა, თეა, ანწუხელიძე პიარისთვის არ მომკვდარა, ბარბარე რაფალიანცი დაიხრჩო პიარისთვის” – შოთა უტიაშვილი

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის მიერ საზოგადოებრივ არხზე დაფიქსირებულ...