spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიმე ჩემს მეუღლესთან ერთად საკმაო ფინანსური რესურსი მაქვს...

მე ჩემს მეუღლესთან ერთად საკმაო ფინანსური რესურსი მაქვს დაგროვილი და შექმნილი ჩემს წინა ცხოვრებაში – გიორგი გახარია

მე ჩემს მეუღლესთან ერთად საკმაო ფინანსური რესურსი მაქვს დაგროვილი და შექმნილი ჩემს წინა ცხოვრებაში, შესაბამისად ვერავინ, ვერასოდეს ვერც ერთ მაგალითს ვერ მოიყვანს, რომ მე რაღაც 2012 წლის შემდეგ შევიძინე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტებს, ქონებრივი დეკლარაციის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მას საქართველოში 2012 წლის შემდეგ, ერთი ავტომანქანის გარდა, უძრავ-მოძრავი ქონება არ შეუძენია:

ჩემს დეკლარაციაში ყველაფერი არის დეტალურად, თქვენ შეგიძლიათ ბევრი სპეკულაციები მოიყვანოთ, მაგრამ ამის უკან არაფერი არ არის. თუ ვინმეს, რაიმე კონკრეტული ფაქტი გაქვთ, მოიტანეთ. რეალურად, ეს ყველაფერი ჭორაობაა.

ოპოზიცია ახლა ბევრ რაღაცას ამბობს. სამწუხაროდ, შევედით საარჩევნო ციკლში და სხვა საერთოდ არაფერი შინაარსობრივი პოლიტიკური რომ არ არის, ახლა ამას მოსდევენ.

მე საქართველოში 2012 წლის შემდეგ არანაირი უძრავ-მოძრავი ქონება არ შემიძენია, ერთადერთი მანქანის გარდა, რომელიც ჩემს მეუღლეს შევუძინე. ერთი რამ მინდა გითხრათ, მე, ჩემს მეუღლესთან ერთად, საკმაო ფინანსური რესურსი მაქვს დაგროვილი და შექმნილი ჩემს წინა ცხოვრებაში, შესაბამისად ვერავინ, ვერასოდეს ვერც ერთ მაგალითს ვერ მოიყვანს, რომ მე რაღაც 2012 წლის შემდეგ შევიძინე. ასევე, მაგალითად ჩემმა მშობლებმა გაასხვისეს რაღაც უძრავი ქონება კახეთში, იქ სხვა ადამიანი იყო შემძენი.

უხერხულია, როცა იყიდი, ეს არის პრობლემა, როცა გაყიდი მერე ის ხდება პრობლემა. სადმე რაიმე კანონდარღვევა თუ არის მოიტანეთ ფაქტები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს მე არ ვაპირებ, იმიტომ რომ ეს მეათეხარისხოვანი და სრულიად...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური განცხადებით და კონკრეტული...

“ნულოვანი თანაგრძნობა თქვენი ცხოვრების ფილოსოფიაა!” – ლელა ჯეჯელავა

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის მიერ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მკურნალობასთან...

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...

“როგორ შევაფასოთ “ბაზისბანკის” მიერ “ლიბერთი ბანკის” შეძენის ფინანსური შედეგები პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით? გაიზარდა...

“ბაზისბანკის” მიერ “ლიბერთი ბანკის” შეძენასთან დაკავშირებით შექმნილ რეალობაზე საუბრობს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თუ ჩემი მეუღლის ელისოს პატიმრობა შევარჩიოთ ვინმეს…” – გრიგოლ ხარშილაძე

სოციალურ ქსელში გამოჩნდა პატიმრობაში მყოფ "ქრონიკა +"-ს დამფუძნებლის, ელისო...

“ლევან ხაბეიშვილი არის ნამდვილი სახალხო ლიდერი, უწესიერესი და უკომპრომისო მებრძოლი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი განსაკუთრებით პოზიტიურ შეფასებებს აკეთებს...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...