შაბათი, აპრილი 27, 2024

ქუთაისში ბარ-რესტორანი “პრესის სახლი” დაიხურა

ქუთაისში ბარ-რესტორანმა „პრესის სახლი“ ფუნქციონირება დროებით შეწყვიტა. მენეჯერის განმარტებით, ამის მიზეზი კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციები გახდა, რადგან მათი ფორმატი ვირუსის პრევენციის ნორმებთან თავსებადი არ არის:

კორონავირუსი რომ დაიწყო ორი თვის გახსნილი ვიყავით, ჯერ კიდევ ცნობადობის გაზრდაზე ვმუშაობდით. ცუდ დროს მოგვისწრო პანდემიამ, რადგან ინვესტიციის ამოღება ვერ მოვასწარით, კაფე მხოლოდ საოპერაციო ხარჯებს ფარავდა. ეკონომიკური დანახარჯის სრულ ამოღებას ტურისტული სეზონზე ვგეგმავდით, რადგან შეძენილი პროდუქციის, აპარატურის და ინტერიერის დიზაინზე დახარჯული თანხის ასე მოკლე ვადაში გასწორება ფიზიკურად შეუძლებელია. იმედია, კორონავირუსის მეორე ტალღა არ დაიწყება და სექტემბრისთვის ისევ შევძლებთ ბაზარზე დაბრუნებას,“ – განაცხადა დავით მეგრელიშვილმა.

ბარ-რესტორანი „პრესის სახლი“ 2020 წლის 1 იანვარს გაიხსნა. ის საღამოს წვეულებების მასპინძლობდა და მოხმარებლის იმ სეგმენტზე იყო გათვლილი, ვისაც სხვადასხვა ტიპის დღესასწაულებისა და საიუბილეო თარიღების აღნიშვნა ცოცხალი მუსიკის ფონზე სურდა.

ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული