ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

გეუბნებით, ყველა ლოგიკური ჯაჭვი მიდის სამოქალაქო დაპირისპირებამდე… – ხათუნა ხოფერია

ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია უკიდურესად მწვავე განცხადებებს ავრცელებს და ამტკიცებს, რომ ყოფილი ხელისუფლების პარტია, არჩევნების შემდეგ კოალიციურ მთავრობაში თუ მოვა, ქვეყანა სამოქალაქო ომს მიიღებს:

დიდი ამბავია ნაცხროვაში, ხოფერიამ თქვა სამოქალაქო ომს მიიღებთ თუ კოალიციურ მთავრობაში ნაცები მოვლენო.

დიახ, ვთქვი!!! და გავიმეორებ!!!…

თუ “ქართული ოცნება” არ მოეშვება უკანალის თამაშს ნაცებთან და მათ ანასხლეტებთან (ევროპული საქართველო), თუ კვლავ გარიგებებით და წინასწარი შეთანხმებებით მიიღებს ორ პოლიტპატიმარს, “უბერკეტო ხელისუფლებას” (როგორც პრეზიდენტმა ბრძანა), გავრილოვის მსგავს საფუძველს, რომელსაც სახელმწიფოს დამხობის მცდელობა უნდა მოყვეს, პროპორციული არჩევნების ჩავარდნას, რომელიც გამოსვლებით და ხელების გადაგრეხით გაგრძელდა, შეთანხმებას კოალიციურ უმრავლესობაზე, რომელსაც კოალიციური მთავრობა და სახელისუფლებო კრიზისი მოყვება…
რაც საბოლოო ჯამში გამოიწვევს მკვლელების დაბრუნებას ხელისუფლებაში…

რა თქმა უნდა, ეს ლოგიკურად, უნდა დამთავრდეს სამოქალაქო ომით!

ნაცმკვლელები გვემუქრებიან, რომ არჩევნების შემდგომ მოაწყობენ გამოსვლებს და ხელისუფლების დამხობას…

ჰო და, მეც წინასწარ ვპროგნოზირებ, ვითვალისწინებ რა ჩემი ქვეყნის უმრავლესობის განწყობებს და გეუბნებით, ყველა ლოგიკური ჯაჭვი მიდის სამოქალაქო დაპირისპირებამდე…

არ მაქვს უფლება გამოვთქვა ჩემი აზრი? არ მაქვს უფლება გავაფრთხილო საზოგადოება?
მაქვს! მაქვს!

ოღონდ, ნაკლებად მაინტერესებს ნაცხროვა რას ფიქრობს ამაზე!

მე დღევანდელ ხელისუფლებას ვაფრთხილებ!

და არანაირი 13 კორუმპირებული კონგრესმენის არავის არ ეშინია! ყველამ თავისი ქვეყნის არეულ-დარეულს მიხედოს!

ნაცები ვერანაირი გზით ვერ დაბრუნდებიან ხელისუფლებაში!!!
ბასტა!!!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ხათუნა ხოფერია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული