კვირა, მაისი 11, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარირეგიონის ამბები„სიკვდილს თვალებში ჩავხედეთ“- მეშახტეების საპროტესტო აცია ტყიბულში

„სიკვდილს თვალებში ჩავხედეთ“- მეშახტეების საპროტესტო აცია ტყიბულში

ძიძიგურისა და მინდელის შახტებში დასაქმებულები მეორე დღეა, რაც პროტესტის ნიშნად მუშაობაზე უარს აცხადებენ და ადმინისტრაციის შენობასთან იკრიბებიან. მეშახტეების თქმით, მათი უსაფრთხოება დაცული არ არის, რასაც ბოლოს მომხდარი ინციდენტიც ადასტურებს. ისინი, ასევე, დამსაქმებელ კომპანიას კორონავირუსული პანდემიის გამო სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაბრუნებული 20%-ის დარიცხვისკენაც მოუწოდებენ:

გამოცდილები რომ არ ვყოფილიყავით, 22 კაცის მსხვერპლი შეიძლებოდა გვქონოდა. ლიფტი, რომლითაც შახტში ჩავდივართ და ამოვდივართ, ჯერ გაიჭედა, მერე დიდი სიჩქარით ძირს დაეცა. სახურავიდან ამოვედით, სიკვდილს თვალებში ჩავხედეთ. ვითხოვთ ამ ლიფტის შეკეთებას და დასკვნას, რომ ის უსაფრთხოა. ჩამოვიდეს აქ ეკონომიკის მინისტრი,” – ამბობს მეშახტე გაგა ისაკაძე.

დასაქმებულებმა დღეს დამსაქმებელთან მოლაპარაკება სცადეს, თუმცა მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. უსაფრთხოების ზომების გამკაცრებამდე და ხელფასების მატებამდე კი მეშახტეები მუშაობის გაგრძელებას არ აპირებენ.

თავის მხრივ, კომპანია საქნახშირის გენერალური დირექტორი მომხდარზე სრულ პასუხისმგებლობას მეშახტეებს აკისრებს:

დასაქმებულებმა შახტიდან ამოსვლა 2 საათით ადრე გადაწყვიტეს და არავინ გააფრთხილეს, იმ დროს კი ე.წ. დამხმარე ჭაური გადართული იყო ტვირთის გადაზიდვის რეჟიმზე. საწარმოში სრული რეკონსტრუქცია მიმდინარეობს შახტებში ტექნიკური გადაიარაღების თვალსაზრისით. შახტში არსებულ ვითარებას კი ტექნიკური ზედამხედველობის სპეციალური ჯგუფი შეისწავლის,“ – განაცხადა მიხაილ სოცკიმ.

შეგახსენებთ, ინციდენტი 2 დღის წინ, ღამით, დაახლოებით 00:40 წუთზე, იმ დროს მოხდა, როდესაც მეშახტეები შახტიდან ამოდიოდნენ.

ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ყოველდღეც რომ დაგვჭირდეს უნდა ვიდგეთ ქუჩაში, ყირაზეც დავდგეთ, შეუძლებელი შევძლოთ და საკუთარ თავებს ვაჯობოთ,...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი კონკრეტულ ფაქტებზე ამახვილებს...

“ჩვენ აუცილებლად დავიხსნით პოლიტიკურ ტყვეებს! გავიმარჯვებთ ერთობით!” – ნანა ტოხვაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნანა ტოხვაძე კიევიდან დაბრუნებისთანავე,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...