ოთხშაბათი, მარტი 12, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარირეგულაციები და წესებისაქპატენტი მოქალაქეთა მიღების ცენტრს ხსნის – განაცხადების შეტანა...

საქპატენტი მოქალაქეთა მიღების ცენტრს ხსნის – განაცხადების შეტანა ადგილზეც იქნება შესაძლებელი

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის სტრუქტურული ერთეულები აგრძელებენ დისტანციური მუშაობის რეჟიმში ფუნქციონირებას, გარდა იმ სტრუქტურული ერთეულებისა, რომლებიც უზრუნველყოფენ მოქალაქეთა მომსახურებას და საქმისწარმოებას. დღეს, 8 ივნისს აღდგა მოქალაქეთა მიღება მომსახურების ცენტრში და განმცხადებლები განაცხადების შემოტანას უშუალოდ ოფისშიც შეძლებენ.

მთავრობის რეკომენდაციების თანახმად, საქპატენტის ოფისებში უზრუნველყოფილია შემომსვლელი პირების, მათ შორის, თანამშრომლების თერმული სკრინინგის პროცედურა და როგორც ყველა დაწესებულებაში, მოქალაქეები შენობაში დაიშვებიან მხოლოდ პირბადით. გარდა ამისა, მომხმარებელთა მიღების ცენტრები აღიჭურვა მინის გამყოფი კონსტრუქციებით, საერთო სივრცეებში კი განთავსდა ხელის ანტიბაქტერიული ხსნარები.

საქპატენტის თანამშრომელთა ჯანმრთელობის უსაფრთხოების დასაცავად თითო-ეულ მათგანს დაურიგდა პირველადი თავდაცვის საშუალებები: პირბადე, ხელთათმანი და სადეზინფექციო ხსნარი, ოფისებში კი ჩატარდა და გაწერილი პერიოდულობით ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები.

საქპატენტი მოუწოდებს განმცხადებლებს გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, თავი შეიკავონ საქპატენტის ოფისებში ვიზიტისგან და გამოიყენონ უწყების ელექტრონული განაცხადების სისტემა (www.sakpatenti.gov.ge).
მოქმედი სისტემის საშუალებით შესაძლებელია ყველა ობიექტზე (სასაქონლო ნიშანი, დიზაინი, გამოგონება, სასარგებლო მოდელი, ახალი ჯიშები, გეოგრაფიული აღნიშვნა და ადგილწარმოშობის დასახელება, საავტორო უფლებები) განაცხადების ელექტრონულად წარდგენა, დამუშავება და ონლაინ მონიტორინგი. კვლავ ძალაში რჩება 20%-იანი შეღავათი განაცხადის ელექტრონულად შემოტანის შემთხვევაში.

დისტანციური მუშაობის რეჟიმის პირობებში, საქპატენტის სხვა სტრუქტურული ერთეულები კვლავ შეუფერხებლად აგრძელებენ ფუნქციონირებას და ყველა მომსახურების მიწოდებას ახორციელებენ კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში. მათ შორის, შეუფერხებლად აგრძელებს მუშაობას საქპატენტთან არსებული სააპელაციო პალატაც, რომლის სხდომები, საჭიროების შემთხვევაში, იმართება დისტანციური კომუნიკაციის პლატფორმების გამოყენებით.

ჩვენთვის პრიორიტეტულია დავიცვათ, როგორც თანამშრომლების ჯანმრთელობა, ისე გავუფრთხილდეთ ქვეყნის თითოეულ მოქალაქის სიცოცხლეს და ავარიდოთ მათ შესაძლო საფრთხე.

ინფორმაციას საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“მიხეილ სააკაშვილს 12 წელი აბრალებდნენ ყველაფერს, მაგრამ ბოლოს რა დარჩათ? პიჯაკი და პროტოკოლური ყვავილების...

მიხეილ სააკაშვილისთვის განაჩენის გამოტანას ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი...

“თუ გირჩევნიათ ასე გეტყვით – გთხოვთ გაათავისუფლეთ სინდისის პატიმრები!” – ხატია ბუნიათიშვილი

სახელგანთქმული ქართველი პიანისტი, ხატია ბუნიათიშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ემოციური...

“ივანიშვილმა რომ თქვა, წავალ და ოპოზიციაც მე ვიქნებიო, მაგ რეალობაში ვართ” – ზაზა ბიბილაშვილი

"ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის" დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი ცალკეულ ფაქტებს იხსენებს...