ორშაბათი, ივნისი 16, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიტურისტი უნდა ჩამოდიოდეს და არ ეშინოდეს სად მოდის,...

ტურისტი უნდა ჩამოდიოდეს და არ ეშინოდეს სად მოდის, ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს საიდანაც მოდის – პაატა იმნაძე

ბოლო დღეებში გამოვლენილი ერთეული შემთხვევები არ გვაძლევს დამშვიდების საფუძველს, აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე და კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ რეკომენდირებული წესების დაცვისაკენ:

მაქსიმალურად უნდა ვიყოთ მობილიზებულები, იმისათვის, რომ ყველანაირი რისკების სამართავად ვიყოთ მზად. ის, რომ მხოლოდ თითო-ოროლა შემთხვევები ვლინდება ბოლო დღეებში, ძალიან კარგია, მაგრამ დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, რადგან კორონა სამწუხაროდ არსად არ გამქრალა, ჩვენს გვერდით არის ისევ და ვხედავთ რა ხდება ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებში.

ამიტომ უნდა ვიყოთ ისევ და ისევ ფრთხილად, განსაკუთრებით ეს ეხება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში იმ წესების დაცვას, რომელიც აუცილებელია, პირველ რიგში ეს ეხება პირპადეების ტარებას და ფიზიკური დისტანცირების დაცვას,“ – განაცხადა პაატა იმნაძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ტურისტების შემოსვლის საფრთხეებთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ როგორც აქამდე დახვდნენ კორონას, ასევე მაქსიმალურად იქნება კონტოლირებადი ქვეყანაში ტურისტების შემოსვლასთან დაკავშირებული საფრთხეები:

ტურისტების შემოსვლაზე არ არის ჯერ ლაპარაკი, – 15 ივნისიდან შიდა ტურიზმი იხსნება, 1 ივლისიდან გარე ტურიზმი, მაგრამ ყველაფერი იქნება მაქსიმალურად კონტროლირებადი.

ტურისტი უნდა ჩამოდიოდეს და არ ეშინოდეს სად მოდის, ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს საიდანაც მოდის.

აქამდე კორონას არ დავხვდით ხომ მემგონი ცუდად? მიმდინარეობს მუშაობა, 1 ივლისამდე ჯერ კიდევ შორია, მანამდე ჯერ კიდევ შეიძლება რაღაცები დალაგდეს, შეიცვალოს, გადალაგდეს. ასე რომ, ყველაფერს მოგახსენებთ თავის დროზე,“ – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ქოცბანდას დაამარცხებს მხოლოდ სახალხო ერთობა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, სამოქალაქო აქტივისტი დავით ქაცარავა მათე დევიძისთვის...

“ამაზე უფრო ბინძური სიტყვა ვიდრე “უსამშობლოა” არც კი მსმენია!!!” – თაკო ჩარკვიანი

“ქართული ოცნების” ლიდერების – მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ნიკა გვარამია თავად მზად იყო ამ უსამართლო ტყვეობისთვის და საზოგადოებამ იხილა როგორ მშვიდად და...

“ნიკა გვარამია თავად მზად იყო ამ უსამართლო ტყვეობისთვის, მაგრამ...

“მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის ნომერ პირველი პატიმარი საქართველოში და მისი ერთადერთი დანაშაული არის ის,...

“მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის ნომერ პირველი პატიმარი საქართველოში და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თეა წულუკიანმა ლევან იოსელიანს მასტერკლასი ჩაუტარა ადამიანის უფლებათა დაცვაში” – ბონდო მძინარაშვილი

პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით სახალხო დამცველის წარდგენისას, მას მწვავე შეფასებებით...