ორშაბათი, ივნისი 16, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებისააკაშვილის მომხრეები სანამ ხაზარაძეს გააკრიტიკებთ, სააკაშვილის განცხადებებსაც გადახედეთ...

სააკაშვილის მომხრეები სანამ ხაზარაძეს გააკრიტიკებთ, სააკაშვილის განცხადებებსაც გადახედეთ – თამარ ჩერგოლეიშვილი

კონკრეტული პარტიების მხრიდან, ცალკეულ კანონებთან მიმართებაში პოლიტიკური პოზიციების დაფიქსირების მნიშვნელობასა და ღირებულებით თანხვედრაზე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში საუბრობს ინტერნეტგამოცემა “ტაბულას” დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. თამარ ჩერგოლეიშვილი ეხმიანება მამუკა ხაზარაძის ერთ-ერთ კომენტარს, როცა “ლელოს” ლიდერმა განაცხადა, რომ საქართველოში უმცირესობის უფლებები კარგად არის დაცული:

როცა პარტიაში შედიხარ, ჯობია წინასწარ გაარკვიო და შეთანხმდე ლიდერებთან ღირებულებით წითელ ხაზებზე – რომ მერე ტელეფონს თამამად უპასუხო, როცა კომენტარზე რეკავენ.

მამუკა ხაზარაძის დამოკიდებულება როგორც ეკლესიის, ისე უმცირესობების მიმართ არის ნათელი იმთავიდან.

ისიც ვიცი, რომ იმავე პარტიაში განსხვავებული ღირებულებების ხალხიცაა.

ვფიქრობ საკითხი, რასაც მამუკა ხაზარაძე შეეხო იმდენად ფუნდამენტურია, რომ პარტიის სხვა წევრები ერთმანეთს უნდა ასწრებდნენ საკუთარი აზრის გამოთქმას.

წინასწარ გვინდა ვიცოდეთ, დაეხმარება თუ არა ლელო უმცირესობებს კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფაში – მაგალითად, გამოხატვის უფლებით თანაბრად სარგებლობაში.

დარეკვაც არ უნდა გვჭირდებოდეს.

(აქვე აღვნიშნავ, რომ მამუკა ხაზარაძე სამწუხაროდ წესია და არა გამონაკლისი – გამონაკლისი ევროპული საქართველო, გირჩი და რესპუბლიკელების ბოლო შემადგენლობაა. ასე რომ სააკაშვილის მომხრეები სანამ ხაზარაძეს გააკრიტიკებთ, სააკაშვილის განცხადებებსაც გადახედეთ და მასზეც გვითხარით ორი სიტყვა – თქვენივე დამაჯერებლობისთვის)” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თამარ ჩერგოლეიშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“საქართველო ივანიშვილის გარეშე! – აი ეს არის გამოსავალი და გზა რეალური არჩევნებისკენ!” – ლევან...

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი კონკრეტულ...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ივანიშვილის ბანდა ვერ ეღირსება ლეგიტიმაციას” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს...

“ნიკა გვარამია თავად მზად იყო ამ უსამართლო ტყვეობისთვის და საზოგადოებამ იხილა როგორ მშვიდად და...

“ნიკა გვარამია თავად მზად იყო ამ უსამართლო ტყვეობისთვის, მაგრამ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თეა წულუკიანმა ლევან იოსელიანს მასტერკლასი ჩაუტარა ადამიანის უფლებათა დაცვაში” – ბონდო მძინარაშვილი

პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით სახალხო დამცველის წარდგენისას, მას მწვავე შეფასებებით...

“გაახურებთ ძალიან? პრეზიდენტი და მთავრობა “საგანგებო მდგომარეობას” გამოაცხადებენ!!!” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“ბრძოლა მიდის მთავარი ოპოზიციური პარტიის ტიტულისთვის🙈” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე "ქართული ოცნების" საპატიო...

“ახლა არჩევნებში შესვლა ნიშნავს შულერთან კარტის სათამაშოდ დაჯდომას, რაც იმ ხალხის ღალატი იქნება” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოზიციას აფიქსირებს და კონკრეტულ...