წინა ხელისუფლების დროს მთავრობის საპარლამენტო მდივანი, გია ხუროშვილი ცალკეულ ფაქტებს იხსენებს და კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს “ნაციონალური მოძრაობის” წევრებსა და ლიდერებს:
“9 წელი ვიყავი სააკაშვილის მთავრობის ადმინისტრაციის წევრი, თანაც მეკავა თანამდებობა, სადაც ყველა კანონის ანატომია ვიცოდი, შესაბამისად ბევრ საინტერესო ინფორმაციასაც ვფლობდი!
ბევრჯერ ვყოფილვარ დაპირისპირებულ მხარეთა მაგიდასთან, ბევრ რამეს შევსწრებივარ, გასატარებელი გამიტარებია, შესასრულებელი შემისრულებია – კანონი არასდროს დამირღვევია!
უფრო მეტიც, სადაც ორაზროვან, სამართლებრივად გაუმართავ გადაწყვეტილებას ვხედავდი უარი მითქვამს მის წარდგენაზე პარლამენტში!
არ მახსოვს სააკაშვილის მხრიდან ერთი საყვედური, პირიქით! მადლიერებას და პატივისცემას გამოხატავდა!
ხელმწიფის კარზე რა თქმა უნდა ბევრს არ მოსწონდა პრეზიდენტის მხრიდან გამოცხადებული ნდობა, ბევრი ინტრიგა გამომივლია, ბევრი გამიტარებია მაგრამ ერთი მახსოვს განსაკუთრებით:- საქმე იქამდე მივიდა, რომ ყველაფერი დავყარე და ქვეყნიდან წასვლა გადავწყვიტე!
პარტიული ინტრიგები იყო ეს და არა პროფესიონალური!
ეს ამბავი ისევ მიშამ და მისმა უახლოესმა გარემოცვამ მომიგვარა, უკან დამაბრუნეს და მუშაობაც გავაგრძელე, უფრო პრინციპულად და თავდაჯერებულად!
გავიდა ხანი, ბევრი მცდელობა და ცდუნება იყო იმისი დამეგმო მიშა, დამეგმო ენმ, ან რაიმე ისეთი გამეკეთებინა რითაც მათ დავაზიანებდი.
თუ ამას გავაკეთებდი ბევრ ბენეფიტსაც მივიღებდი, ემიგრაციაში კი არ ამოვყოფდი თავს!
ეს არ გამიკეთებია, არც “საცვლები” გადმომიფენია, შიგნით რა ხდებოდა არ მიჭორავია!
იცით, რატომ? იმიტომ რომ ეს ძალიან იაფფასიანია და ამ წვრილმანი პარტიული ინტრიგების თუ პირადი წყენის მიღმა ქვეყნის ინტერესები იდგა!
განვითარების სწორი კურსი იყო აღებული და ამის საპირისპიროდ მე ნაბიჯს ვერ გადვდგავდი- მით უფრო პოსტ ფაქტუმ!
ხოდა, ნებისმიერი შეელიეთ რა ამ თანამდებობებს, იგრძენით პასუხისმგებლობა – მიიღეთ მადლობა თანამებრძოლებისაგან და გააგრძელეთ ბრძოლა ისევ იმ იდეებისათვის რასაც ქადაგებდი!..” – წერს გია ხუროშვილი.

