spot_img
მთავარილარის კურსილარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებით 1-3 აგვისტოს...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებით 1-3 აგვისტოს პერიოდისთვის

31 ივლისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებით, რომელიც ძალაშია 1 აგვისტოდან 3 დღის განმავლობაში.

ცალკეულ ვალუტასთან მიმართებით, ივლისში ლარი ძირითადად გამყარდა, რიგ შემთხვევაში დინამიურადაც, თუმცა ასევე სახეზე იყო რყევებიც და ზოგ შემთხვევაში გაუფასურებაც.

აშშ დოლართან მიმართებაში, აპრილიდან დაწყებული სახეზეა ძირითადად ლარის დინამიური გამყარება. ბოლო 5 ვაჭრობის შედეგად კი, განისაზღვრა შემდეგი კურსი, კონკრეტული დღეებისთვის:

28 ივლისი – 2.6281;
29 ივლისი – 2.6278;
30 ივლისი – 2.6272;
31 ივლისი – 2.6266.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში👇
ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0007 ლარით და 1 აშშ დოლარი 1 აგვისტოდან 3 დღის განმავლობაში 2.6259 ლარი ეღირება.

ევროთან მიმართებით ლარი ივლისში მცირე რყევებით მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა, თვის შუა რიცხვებიდან სახეზე იყო დინამიური გამყარება, თუმცა თვის ბოლოსკენ დინამიური გაუფასურებით შეიცვალა. კერძოდ, ბოლო 5 ვაჭრობაზე შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

28 ივლისი – 2.9955;
29 ივლისი –
2.9819;
30 ივლისი – 2.9916;

31 ივლისი – 3.0159.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში👇
ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გაუფასურდა, 0.0047 ლარით და 1 აგვისტოდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო 3.0206 ლარი ეღირება.

გასულ კვირაში, სხვადასხვა ქვეყნის ვალუტებთან მიმართებაში ძირითადად მოხდა გაუფასურება, თუმცა რიგ შემთხვევაში იყო გამყარებაც და ბოლო ვაჭრობაზე ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა (წინა დღის ვაჭრობასთან შედარების ჩვენებით) სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, რაც ძალაში იქნება 1 აგვისტოდან 3 დღის განმავლობაში:

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.5308 ლარი (გაუფასურდა 0.0106 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0553 ლარი (გამყარდა 0.0001 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.5881 (გაუფასურდა 0.0003 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5447 ლარი (გამყარდა 0.0006 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.1599 ლარი (გამყარდა 0.0141 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.2463 ლარი (გაუფასურდა 0.0128 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.8896 ლარი (გამყარდა 0.0020 ლარით);
100 ინდური რუპია – 2.7527 ლარი (გაუფასურდა 0.0075 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 8.6075 ლარი (გაუფასურდა 0.0546 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.6413 ლარი (გაუფასურდა 0.0271 ლარით);
10000 ირანული რიალი – 0.0191 ლარი (უცვლელი დარჩა).

ივლისი, ივლისი, რუსულ რუბლთან მიმართებით, ლარის დასტაბილურებით დაიწყო და რამდენიმე დღის შემდეგ ერთჯერად საგრძნობ გაუფასურებას უკვე დინამიური გამყარება მოჰყვა. ბოლო 5 ვაჭრობის შედეგად კი, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

28 ივლისი – 3.3666;
29 ივლისი – 3.3459;
30 ივლისი – 3.3120;
31 ივლისი – 3.2807
.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში👇
ლარი ბოლო ვაჭრობაზე გაუფასურდა, 0.0203 ლარით და 1 აგვისტოდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.3010 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

ბეჟან ჯავახია: “ახლა რუსთაველს რას უპირებთ?”

რუსთავილის გამზირზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას (არა)რიტორიკული შეკითხვებით ეხმაურება საქართველოს...

სს “თელასი”: 31 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის სამგორის რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...