spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქართული პოლიტიკური კლასიკაა: ბოლოს დამნაშავე, ალბათ, ის აღმოჩნდება,...

“ქართული პოლიტიკური კლასიკაა: ბოლოს დამნაშავე, ალბათ, ის აღმოჩნდება, ვისაც მოხსნიან” – რომან გოცირიძე

საქართველოში ელექტროენერგიის 2-ჯერ მასშტაბურ გათიშვასთან დაკავშირებით სემეკის განმარტებებს კონკრეტული შეფასებებით და მინიშნებებით ეხმაურება პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ეკონომისტი რომან გოცირიძე:

სემეკის განმარტებით, მასშტაბური გათიშვის მიზეზი ის გახდა, რომ საქართველოს ენერგოსისტემა აზერბაიჯანის ენერგოსისტემასთან პარალელურ რეჟიმში მუშაობდა. აზერბაიჯანის ქსელიდან გათიშვის შემდეგ დეფიციტი საქართველოს სისტემაზეც გავრცელდა და ქვეყნის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ანუ, საბოლოოდ, მოხდა ის, რასაც არაენერგეტიკოსებიც კი მარტივად ხვდებიან: სისტემაში ელექტროენერგიის მიწოდება მოთხოვნას ვეღარ დაეწია და წარმოიშვა სიმძლავრის დეფიციტი.

ამ ფონზე განსაკუთრებით საინტერესოა ბოლო პერიოდში აქტიურად გავრცელებული ნარატივი, თითქოს ენგურჰესიდან წყლის დაღვრა იმის მტკიცებულებაა, რომ საქართველოში ელექტროენერგიის სიჭარბეა. ეს ინტერპრეტაცია თავიდანვე მცდარი იყო. ერთი ენერგეტიკოსის არაზუსტმა განმარტებამ მედიის ნაწილიც შეცდომაში შეიყვანა და საბოლოოდ ჩამოყალიბდა მცდარი წარმოდგენა, თითქოს წყლის დაღვრა ავტომატურად ნიშნავს გამოუყენებელ ელექტროენერგიას.

რეალობა გაცილებით მარტივია: ენგურჰესზე წყალი ზაფხულში ყოველთვის იღვრებოდა, დღესაც იღვრება და მომავალშიც დაიღვრება. ეს ტექნოლოგიური აუცილებლობაა და არა ნაკლები გენერაციის შედეგი. ჰესს არ შეუძლია წყალსაცავში არსებული მთელი წყლის ენერგიად გარდაქმნა. წყალსაცავიდან ტურბინებამდე წყალი დაახლოებით 15-კილომეტრიანი სადერივაციო გვირაბით მიეწოდება, რომლის გამტარუნარიანობაც ტექნიკურად შეზღუდულია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ინფრასტრუქტურა თავისი შესაძლებლობების ზღვარზე მუშაობს და ვერ გაიზრდება მხოლოდ იმიტომ, რომ წყალსაცავში მეტი წყალია.

სემეკის ინფორმაციით, წარმოქმნილმა დეფიციტმა იმერეთის რეგიონში გეგუთის ელექტროგადამცემი ხაზის გათიშვა გამოიწვია.

რაც შეეხება პასუხისმგებლობას, მარეგულირებელი კომისია პირდაპირ არ ასახელებს, ვინ ვერ მართა სისტემური რისკები. თუმცა შინაარსიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ კითხვები, პირველ რიგში, საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემის ოპერატორის მიმართ ჩნდება.

დანარჩენი უკვე ქართული პოლიტიკური კლასიკაა: ბოლოს დამნაშავე, ალბათ, ის აღმოჩნდება, ვისაც მოხსნიან. ეს ყოველთვის არ ნიშნავს, რომ სწორედ ის იყო პრობლემის პირველწყარო“, – წერს რომან გოცირიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ივანიშვილის რეჟიმი ჩიხშია და რუსეთის მზარდ კრიზისთან ერთად, კიდევ უფრო მეტად შევა ჩიხში” –...

კულტურის, ეროვნული იდენტობის დაცვის მიზნით დაანონსებულ ახალი მოძრაობის შექმნას...

“თუ მართლა ებრძვი ოკუპაციას, წადი ოკუპაციის ადგილთან, იქ აფრიალე დროშები და იქ იბღავლე “არა...

თბილისში გამართულ მორიგ "შაბათის მარშს" მძიმე შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი...

“მამაჩემის 7-წლიანი პატიმრობა არის პოლიტიკური განაჩენი. ადამიანის თავისუფლების შეზღუდვით თამაშის უფლება არავის აქვს” –...

“სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივნის, პაატა მანჯგალაძის შვილი, ნინი მანჯგალაძე...

“როცა ომში მყოფ ქვეყანაზე, ანუ რუსეთზე ააწყვეთ მთელი გეგმები ქოცებო, ეკონომიკაც მაგათ მიაბით და...

"პროპაგანდამ კახეთში რუსი ქალისთვის მუშტის შემორტყმას დააბრალა 90 000...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

სს “თელასი”: 31 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის სამგორის რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...

“ახლა მე მხოლოდ ერთი რამ დამრჩენია, მოგიწოდოთ მედგარი წინააღმდეგობისკენ ამ საოკუპაციო რეჟიმის მოსაშორებლად, ამ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ცალკეული ფაქტების გახსენებით, კონკრეტული...