კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების – თორნიკე თოშხუასა და სხვათა დაკავებას რიტორიკული შეკითხვებითა და ირონიული მინიშნებებით ეხმაურება ანალიტიკოსი ლელა ჯეჯევავა:
“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც ხელში ბანერები ეკავათ.
საქართველოში რამდენიმე ათასი ბიძინა ცხოვრობს. ვინმემ დააზუსტა, ეგებ ბიძინა გიორგობიანს გულისხმობდა, რომელმაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ჩაუშვა და სამაგიერო ასე გადაუხადა🤔
ერთი საბჭოთა ანეკდოტი აკვდება ამ ამბავს: ალეწილი ჟუკოვი გამოდის სტალინის კაბინეტიდან და კბილებში გამოცრის – “ნაძირალა ულვაშა”. ამას ყური მოკრა შორი ახლოს მყოფმა ბერიამ. მეორე დღეს სტალინთან იბარებენ ჟუკოვს – ვის გულისხმობდი ნაძირალა ულვაშაში ეკითხებიან ჟუკოვს. ცხადია ჰიტლერს, – დაუფიქრებლად უპასუხა ჟუკოვმა. და თქვენ ვინ იგულისმეთ, ამხანაგო ბერია? – მიუბრუნდა სტალინი ბერიას.
რანაირად აპირებთ დაუმტკიცოთ, რომ სხვა ბიძინას არ გულისხმობდა?🤔” – წერს ლელა ჯეჯელავა სოციალურ ქსელში.

