კვირა, აპრილი 20, 2025
11.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარირეგიონის ამბებიგიგა შუშანია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანებას აპროტესტებს

გიგა შუშანია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანებას აპროტესტებს

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ხელისუფლებას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ქუთაისში მონ პლეზირის თაღთან კომერციული ფართის გამოჭრა ყველანაირ საზღვრებს სცდება:

ჩვენ ვიმყოფებით ქუთაისის ისტორიული მემკვიდრეობის ნაწილში, რომელიც ახალრეაბილიტირებულია და ტურისტებისათვის ერთ-ერთი პოპულარული ლოკაციაა. ხელისუფლებამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დააზიანა და სწორედ ამ ადგილზე გადაწყვიტა რაღაც ფარდულის გამოჭრა.

ქუთაისის მერია ამბობს, რომ ეს საკითხი მათი კომტენცია არააა და ნებართვა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ გასცა. ჩვენ უკვე მივეჩვიეთ, რომ ქუთაისელების პრობლემები ადგილობრივ ხელისუფლებას არ ადარდებს. მათი საქმე მხოლოდ კორუფცია და ბიუჯეტის სახსრების საკუთარ კომფორტზე მორგება,“ – აცხადებს გიგა შუშანია.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თქმით, აღნიშნული ბიობის გამოჭრა პროექტის გვერდის ავლით მოხდა.

სანებართვე მოწმობა ჯერ ნანახი არ მაქვს და არ ვიცი პროექტი ამ ტიპის სამუშაოების ჩატარებას თუ ითვალისწინებდა. ეჭვი გვაქვს, რომ ბიობის გამოჭრა პროექტის გვერდის ავლით მოხდა. ორშაბათს, ჩვენი ზედამხედველობის სამსახური შეისწავლის, არის თუ არა ეს კანონდარღვევა,“ – აღნიშნავს ბექა ბარამიძე.

შეგახსენებთ, მონ პლეზირის მიმდებარე ტერიტორიაზე აღნიშნული ფართი რამდენიმე დღის წინ გამოჭრეს, რამაც მოსახლეობის გაღიზიანება გამოიწვია.

ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...

“მდიდარ ქოცს უვიზო მხოლოდ შოპინგი ჰგონია” – სერგო ჩიხლაძე

ევროკავრშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით მმართველი გუნდის განცხადებებს კონკრეტულ...