ორშაბათი, ივნისი 16, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნებიკონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა

კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა

ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული რისკების გამო, საყოველთაო-სახალხო განხილვა სატელევიზიო ფორმატში, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირველი არხის პირდაპირ ეთერში გაიმართა.

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საკონსტიტუციო ინიციატივასთან დაკავშირებით ფართო კონსენსუსი არსებობს საპარლამენტო და არასაპარლამენტო ძალებს შორის.

პარლამენტის თავმჯდომარემ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილება შეეხება იმ საარჩევნო სისტემას, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში უნდა იქნას გამოყენებული, რადგან 2024 წელს ქვეყანა სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადადის. მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს, საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში, ქვეყნის საარჩევნო სისტემა შეცვალა.

ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს მიიღო გადაწყვეტილება საარჩევნო სისტემის შესაცვლელად, მხარი დაუჭირა და ასახა კონსტიტუციაში პროპორციული საარჩევნო სისტემა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ უბრალოდ, საზოგადოებამ გააკეთოს შედარება, რომ ის პოლიტიკური პარტიები, ოპოზიციის ნაწილი, რომელიც დღეს ასე აქტიურად იცავს და ითხოვს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, მაშინ, როდესაც ისინი იმყოფებოდნენ ხელისუფლებაში, არცერთი ინიციატივა, არცერთი საკანონმდებლო გადაწყვეტილება პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით, მათი მხრიდან არც ინიცირებული და არც მიღებული არ ყოფილა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა სხვადასხვა საარჩევნო სისტემებზეც და განმარტა, რომ როგორც შერეული, ასევე, პროპორციული და მაჟორიტარული სისტემები ლეგიტიმურია და განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებში შესაბამისი მაგალითებიც არსებობს. თუმცა, არჩილ თალაკვაძის თქმით, პროპორციული საარჩევნო სისტემა მომავალი პოლიტიკისთვის უფრო შესაბამისი, დაბალანსებული და თანამშრომლობაზე ორიენტირებულია.

ეს ცვლილება ითვალისწინებს, პირველ რიგში, 120/30-ზე განაწილების შემოღებას, რაც ნიშნავს, რომ 120 დეპუტატი მომავალ პარლამენტში იქნება პროპორციული სიით დაკომპლექტებული, ხოლო 30 დეპუტატი პარლამენტში იქნება მაჟორიტარული ოლქებიდან არჩეული.

მეორე საკითხი, რაც ასახულია ამ ცვლილებებში, ეს არის ერთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერი, რაც ნიშნავს, რომ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ვერ გადალახავს ერთპროცენტიან საარჩევნო ბარიერს, ვერ შეძლებს თავისი წარმომადგენლების შეყვანას პარლამენტში.

ეს ეხება ასევე ბლოკსაც, თავისი მულტიპლიკატორით, ბლოკზე არის კონკრეტული ჩანაწერი, რომ თუ პარტიები გადაწყვეტენ, ერთად მიიღონ მონაწილეობა ამ საპარლამენტო არჩევნებში, მაგ შემთხვევაში, მათთვის ბარიერი იქნება იმდენჯერადი, რამდენი პოლიტიკური პარტიაც გაწევრიანდება ბლოკში. მაგალითად, თუ ბლოკში იქნება 4 პოლიტიკური პარტია, მას მოუწევს ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვა (საარჩევნო ბლოკებისათვის ბარიერი განისაზღვრება 1 პროცენტისა და ბლოკში შემავალი პარტიების ნამრავლით – რედ.).

კიდევ ერთი საკითხი არის გაუნაწილებელი მანდატები, რომელიც ამ ინიციატივის მიხედვით, განაწილდება უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებზე, და ასევე, 40%-იანი ჩამკეტი, მოგეხსენებათ, ოპოზიციის რადიკალური ნაწილი სპეკულირებდა, რომ თითქოს მმართველ პარტიას სურს 40 პროცენტზე ნაკლებით მიიღოს ხელისუფლება და სრული ლეგიტიმაცია, ჩვენ არასდროს გვითქვამს ასეთი და მეტიც, 2012 წლიდან დღემდე, არასოდეს, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში არ ყოფილა 40 %-ზე ნაკლები მხარდაჭერით, ამიტომ, რასაკვირველია, ჩვენ ამას ვეთანხმებით, და მეტიც, ეს ავსახეთ ამ ცვლილებებში, სადაც წერია, რომ პოლიტიკური პარტია თუ 40 %-ზე მეტ მხარდაჭერას ვერ მიიღებს, ის მთავრობას ვერ დააკომპლექტებს და უმრავლესობას ვერ შექმნის პარლამენტში. ეს არის ის ძირითადი საკითხები, რაც ასახულია პაკეტში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“საზოგადოება ამჩნევდა, ამჩნევს და ყოვეთვის შეამჩნევს არაპროფესიონალ, დაყენებულ და ყალბ სახეს!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტის, ბლოგერის ნუკა არველაძის დაუკონკრეტებელი მინიშნებები: "ღმერთო მოთმინება მომეცი 🙌 საზოგადოება...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ახლა არჩევნებში შესვლა ნიშნავს შულერთან კარტის სათამაშოდ დაჯდომას, რაც იმ ხალხის ღალატი იქნება” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოზიციას აფიქსირებს და კონკრეტულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილი იმყოფება პოლიტიკურ ტყვეობაში და მის მიმართ ფეხქვეშ ითელება ადამიანის ფუნდამენტური უფლებები” –...

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე “საზღვრის კვეთა” სააპელაციო სასამართლომ განაჩენი განხილვის...

“ამას მისებურად “საკუთარი ფულის კომპლექსი” ქვიებია🤣” – გიგი უგულავა ივანიშვილზე

"ერთიანობა ნაციონალურიუ მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში...

“ნიკა მელიას გატაცება არის პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ “ქართული ოცნების” რეჟიმი ვეღარ ინარჩუნებს ძალაუფლებას...

"სტრატეგია აღმაშენებელი" მწვავე განცხადებას ავრცელებს "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის,...