შაბათი, აპრილი 27, 2024

რა რაოდენობის თანხა დახარჯა საქართველოს პრეზიდენტმა, პანდემიის პერიოდში, მსოფლიო ლიდერებთან სატელეფონო საუბრებისთვის?

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე განცხადება ვრცელდება, სადაც პანდემიის პერიოდში პრეზიდენტის სატელეფონო ხარჯების შესახებაა ინფორმაცია. განცხადებაში ადმინისტრაცია ასევე მადლობას უხდის „მთავარი არხს“ ამ საკითხით დაინტერესებისთვის:

„მთავარი არხი“ დაინტერესდა – რა რაოდენობის თანხა დახარჯა საქართველოს პრეზიდენტმა, პანდემიის პერიოდში, მსოფლიო ლიდერებთან სატელეფონო საუბრებისთვის.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ტელეკომპანიას ასეთი მნიშვნელოვანი კითხვისთვის და გაცნობებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი, მარტი-მაისის პერიოდში, ესაუბრა 50 ქვეყნის ლიდერს. აქედან, 18 ქვეყნის პირველ პირს ინტერნეტის საშუალებით – ვიდეოზარით დაუკავშირდა,

32 ქვეყნის ლიდერს კი, ტელეფონით; 13 ქვეყნის მეთაურმა პირადად დაურეკა პრეზიდენტს მობულურზე; საქართველოს პრეზიდენტის მობილურიდან კი, 19 ზარი განხორციელდა.

მარტი-მაისის პერიოდში პრეზიდენტის მობილური ტელეფონის ხარჯმა 200 ლარი და 98 თეთრი შეადგინა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული