პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების ფაქტს ეხმაურება:
“რა სირცხვილია, რა სირცხვილია იყო ისეთი სასოწარკვეთილი, რომ არანორმატიული ლექსიკის გამო ადამიანებს ციხეში უშვებდე.
მსგავსი მმართველობა პირაქეთა აიათოლობაა, სადაც საერო მმართველი იძენს ფუნდამენტალიზმირებულ რელიგიურ დოქტრინებს და ტოტალიტარული სულისკვეთება დევნის ყველაფერს რაც მას ეწინააღმდეგება, მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში ეს ძალაუფლების სასოწარკვეთილების აქტია, რომელიც თან უფრო და უფრო საშიშია, მაგრამ თან კომიკური.
პარადოქსული ნაზავი გვაქვს სახელმწიფოა მართვის შინაარსში – თან სატირა, თან საშიში სატირა“, – წერს არჩილ გამზარდია ფეისბუქის პირად გვერდზე.

