spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მაგ მსჯელობიდან ფაშიზმამდე ერთი ნაბიჯია, მეგობრებო" - მერაბ...

“მაგ მსჯელობიდან ფაშიზმამდე ერთი ნაბიჯია, მეგობრებო” – მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში, მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საზოგადოების არაერთგვაროვან რეაქციას კონკრეტული მინიშნებებით და მძიმე შეფასებებით ეხმაურება:

ძალიან საინტერესოა, როგორ მივედით იქამდე, რომ საკმაოდ აზრიანი ხალხი კამათის დროს ასეთ არგუმენტს იყენებს: რუსი ქალი ქალი არ არის… ქალის ცემა არ შეიძლება, მაგრამ რუსი ყველაფრის ღირსია და ა. შ.

რუსები რომ გულზე არ მეხატება და არაფერს რუსულს არ ვეკარები, კარგად იცით, მაგრამ მაგ მსჯელობიდან ფაშიზმამდე ერთი ნაბიჯია, მეგობრებო.

სწორედ მაგ არგუმენტებით მომხდარა ყველა ეთნიკური წმენდა და მასობრივი მკვლელობები, რომ მტერში ადამიანი არ უნდა დაინახო და გძულდეს არა მხოლოდ ის, ვინც ტყვიას გესვრის, არამედ ყველა მის მოდგმაში.

ამ ლოგიკით მართლდება კონფლიქტების დროს ქალების და ბავშვების ხოცვა.

მაგალითად, მაგ არგუმენტით ხელმძღვანელობდნენ აფხაზები, როდესაც ქართულ მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავდნენ, რომ ქართველი ადამიანი კი არა, მტერი იყო და შეგეძლო მისი ქალისთვის და ბავშვისთვის ყველაფერი გექნა.

ნუ დაემსგავსებით ამ ხალხს. სიძულვილი ადამიანურ საწყისებს ნუ დაგაკარგვინებთ.

ბოლოს და ბოლოს ნუ დაემსგავსებით კალაძეს, რომელმაც, როდესაც აქციებში მონაწილე ქალების ცემაზე ჰკითხეს, თქვა: ეგენი ქალები არ არიანო“, – წერს მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში.

ინფორმაციისთვის: თელავში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში გამართული ქორწილის დროს კონფლიქტი მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, სასტუმროს ერთ-ერთი ნომრის აივნიდან, სავარაუდოდ რუსმა ტურისტმა ქალებმა შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში მყოფ სტუმრებს და მათ სხვადასხვაგვარი სითხე გადაასხეს, რის შემდეგაც მათთან ნომერში, საკითხის გასარკვევად, ქორწილის მონაწილე ავიდა, თუმცა მძიმე საუბარი ფიზიკური დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც მამაკაცმა ხელი გაარტყა ქალს.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“არის თუ არა ეს მიზანმიმართული საბოტაჟი? ვის ინტერესშია ხალხის გაბოროტება და სიტუაციის გამწვავება?” –...

ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა შექმნილ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას...

“ამ დროისთვის, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია” – მაია მუმლაძე მურთაზ ზოდელავაზე

ე.წ. "4 ოქტომბრის საქმეზე" მსჯავრდებული მურთაზ ზოდელავა, ჯანმრთელობის მდგომარეობის...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“ახლა მე მხოლოდ ერთი რამ დამრჩენია, მოგიწოდოთ მედგარი წინააღმდეგობისკენ ამ საოკუპაციო რეჟიმის მოსაშორებლად, ამ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ცალკეული ფაქტების გახსენებით, კონკრეტული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...