spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ივანიშვილმა ჩვენი ქვეყანა გადააქცია რუსების თავშესაფრად, სადაც ისინი...

“ივანიშვილმა ჩვენი ქვეყანა გადააქცია რუსების თავშესაფრად, სადაც ისინი შესანიშნავად მოშინაურდნენ და უკვე არა სტუმრად, არამედ მასპინძლად გრძნობენ თავს” – გიგა ლემონჯავა

რუსეთის მოქალაქეებთან მიმართებით კონკრეტული ინიციატივა-შეთავაზება აქვს “კოალიცია ცვლილებებისთვის”  და “დროას” ერთ-ერთ ლიდერს, გიგა ლემონჯავას:

რუსეთის მოქალაქეებისთვის უნდა აიკრძალოს საბანკო ანგარიშის გახსნა საქართველოში;

უნდა აიკრძალოს ბიზნესის რეგისტრაცია;

უნდა აიკრძალოს უძრავი ქონების შესყიდვა.

ეს სერვისები ტურისტს არ ესაჭიროება.

ასევე, უნდა დაწესდეს სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის, რათა არსებობდეს უსაფრთხოების ფილტრი ქვეყანაში შემოსული ადამიანებისთვის.

ამას ივანიშვილის რეჟიმი არ და ვერ გააკეთებს.

უკრაინის სამხედრო წარმატების ფონზე, ჩვენ წინ გვაქვს რუსეთის მოქალაქეების სამშობლოდან გაქცევის მინიმუმ კიდევ ერთი დიდი ტალღა.

ივანიშვილმა ჩვენი ქვეყანა გადააქცია რუსების თავშესაფრად, სადაც ისინი შესანიშნავად მოშინაურდნენ და უკვე არა სტუმრად, არამედ მასპინძლად გრძნობენ თავს.

თუ ჩვენთან რეჟიმი არ შეიცვალა და სწორი პოლიტიკა არ გატარდა, აუცილებლად მივიღებთ კახეთის ამბის მსგავს კიდევ უამრავ სხვა შემთხვევას“, – წერს გიგა ლემონჯავა სოციალურ ქსელში.

ინფორმაციისთვის: თელავში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში გამართული ქორწილის დროს კონფლიქტი მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, სასტუმროს ერთ-ერთი ნომრის აივნიდან, სავარაუდოდ რუსმა ტურისტმა ქალებმა შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში მყოფ სტუმრებს და მათ სხვადასხვაგვარი სითხე გადაასხეს, რის შემდეგაც მათთან ნომერში, საკითხის გასარკვევად, ქორწილის მონაწილე ავიდა, თუმცა მძიმე საუბარი ფიზიკური დაპირისპირებაში გადაიზარდა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“თუ გვინდა რუსმა ბასიაჩკამ საქორწინო სუფრაზე არ დაგვი@@ას, რუსული ხელისუფლება უნდა შევცვალოთ” – ნიკა...

კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტს, პოლიტიკური პოზიცია-განმარტებებით ეხმაურება...

“ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ გვყავს” – კახა კალაძე

„ქვეყანაში არა პოლიტიკური პატიმრები, არამედ გვყავს კონკრეტული დამნაშავეები, რომლებიც...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...