spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"იქნებ საზოგადოებას მაინც ავუხსნათ, რასთან გვაქვს საქმე?" -...

“იქნებ საზოგადოებას მაინც ავუხსნათ, რასთან გვაქვს საქმე?” – პაატა მანჯგალაძე ირაკლი კობახიძეს, მამუკა მდინარაძეს და შალვა პაპუაშვილს მიმართავს

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განცხადება გააკეთა ე.წ. “4 ოქტომბრის საქმეზე” მსჯავრდებულმა, “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ:

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩემს ე.წ. ბრალეულობასთან დაკავშირებით განცხადება გავაკეთო. ალბათ იცით, რომ მთელი რვა თვე აკრძალული მქონდა გარე სამყაროსთან კომუნიკაცია. ახლა ვსარგებლობ შემთხვევით და მივმართავ ჩემს ყოფილ კოლეგებს: ბატონ ირაკლი კობახიძეს, მამუკა მდინარაძეს და შალვა პაპუაშვილს – ნუ, სხვებსაც, მაგრამ ამათ პერსონალურად.

ვიდრე ჩემს ბრალეულობაზე დაიწყებთ საუბარს, დამაბრალებთ იმას, რაც არ ჩამიდენია და მერე რუანდის კონვენციური დანაშაულის ე.წ. ქეისით გაამართლებთ ჩემს დაკავებას, იქნებ მანამდე თქვენი „მიუკერძოებელი“ მოსამართლის, ხუსკივაძის ის განაჩენი წაგეკითხათ, სადაც ჩემი ბრალეულობისა და 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორობის მთავარ მტკიცებულებად 2024 წლის 20 და 24 ოქტომბრის ჩემი განცხადებები მიიჩნია? მოსამართლემ განაჩენში, როგორც მთავარი მტკიცებულება, რამდენჯერმე მოახდინა ამ განცხადების ციტირება 27 და 57-ე გვერდებზე და ე.წ. ბობლდით (მსხვილი შრიფტით) გამოყო განცხადების ის ნაწილი, სადაც ვსაუბრობ:

„საქართველოს გამარჯვება იწყება მაშინ, როცა თითოეული ჩვენგანი ირწმუნებს, რომ ჩვენ ეს შეგვიძლია. ჩვენ ბევრნი ვართ. დღეს ყველანი აქციაზე და 26 ოქტომბერს ყველანი ისტორიულ არჩევნებზე!“ (ციტატის დასასრული).

ბატონო ირაკლი, ბატონო მამუკა, შალვა, მე მგონი, შინაარსიდანაც ნათელია, თუ რა ეჭვმიუტანელ მტკიცებულებაზეა საუბარი, რა სამართლებრივი ან ლოგიკური კავშირი შეიძლება ჰქონდეს მას ჩემი ბრალეულობის მტკიცებასთან და საერთოდ, ვისი ბრალეულობის მტკიცებულებაა ეს, როცა ამ სტანდარტით 7 წლით უპირებ ადამიანს თავისუფლება წაართვა?

პირად საკითხებზე არასდროს შემიწუხებიხართ და იქნებ ახლა საზოგადოებას მაინც ავუხსნათ, რასთან გვაქვს საქმე?

უდიდესი პატივისცემით მივმართავ ჟურნალისტებს, რომლებთანაც, როგორც პოლიტიკოსს, მიმაჩნია, რომ განსაკუთრებული ურთიერთობა მქონდა: იქნებ ეს ჩემი განცხადება გაავრცელოთ და ამის შესახებ პირადად ჰკითხოთ აღნიშნულ პირებს“, – პაატა მანჯგალაძე.
20.07.2026

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გაბოროტებაა ისიც, როცა სხვის წარმატებას ვერ ამჩნევ, არ გიხარია, თითქოს არც მომხდარა” – გოჩა...

სოციალურ ქსელში ყურადღების გამოჩენის დეფიციტზე მიანიშნებს ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა: "გაჭირვების...

“არ მეცოდება უზრდელი და თავხედი ადამიანი, მითუმეტეს მაშინ, როცა სხვა ქვეყანაში იმყოფება, არ იცავს...

ქართველი მომღერალი და მსახიობი ნინი ბადურაშვილი კახეთში, სასტუმრო "Agarani...

“ივანიშვილმა ჯერ დახურა ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ბათუმში, რომელსაც AI-ს სფეროში ქართველები უნდა მოემზადებინა და...

ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას საქართველოს მე-3...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...