“ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილის, ცოტნე ივანიშვილის მიერ პოლიტიკურ პროცესებში აქტიურობასთან დაკავშირებით ოპოზიციის მხარდამჭერების დამოკიდებულებაზე საუბრობს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე:
“როგორც ვატყობ, ოპოზიციის “ბაბლს” მართლა ძალიან სერიოზულად აშინებს ცოტნე ივანიშვილის პოლიტიკაში შესაძლო მოსვლა.
რადგანაც ამას ვერანაირად წინ ვერ აღუდგებიან, მათთვის ჩვეულ ბინძურ სტილში (აბა სხვას რას უნდა ელოდო ბინძური ხალხისგან) დაიწყეს ინფორმაციული ჩქმეტები, თან ძალიან პროვინციულ დონეზე.
რომ იტყვიან, ვერც ვერაფერი დაივიწყეს და ვერც ვერაფერი ისწავლეს!
მაგრამ მარტო სწავლა რას უშველის…🙂🙁“, – წერს სოციალურ ქსელში ზაალ ანჯაფარიძე.

