spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩემი ანა და მართა მიწას მივაბარეთ..." - ირმა...

“ჩემი ანა და მართა მიწას მივაბარეთ…” – ირმა ამბარდნიშვილი

გორში მომხდარ ტრაგიკულად დასრულებულ ავტოსაგზაო შემთხვევას, რასაც დედა და მისი მცირეწლოვანი შვილი ემსხვერპლა, საზოგადოების უზომო მწუხარება გამოიწვია. დედა-შვილი 18 ივლისს დაკრძალეს.

სოციალურ ქსელში კონკრეტული შეფასებები გააკეთა გარდაცვლილების ოჯახის ახლობელი, ირმა ამბარდნიშვილი:

დღეს ჩემი ანა და მართა მიწას მივაბარეთ…

მადლობა მთელ საქართველოს თანადგომისთვის, მაგრამ რომ არ დამეწერა ბოღმისგან ვიხრჩობი… საკათედრო ტაძარში დავასვენეთ ორი მიცვალებული… რა თქმა უნდა დედა შვილს, შვილიშვილს დასტირის და აჩუმებს… რომელ საუკუნეში არ იყო დატირება ტაძრებში მაინტერესებს? ერეკლე მეფეს დასტიროდნენ მარტო სვეტიცხოველში? საიდან ხართ ეს ამდენი შტერი და თავხედი ანაფორიანი? ვაჟა- ფშაველა არ დაიტირეს თუ დატირებაც აგვიკრძალეთ?

– წყევლა მაწყევარისა აივლიდა და ჩაივლიდა! იმას თავის უბედურებაც ეყოფა ვლოცულობო მისი სულისთვისო? – შოკი მივიღე მკვლელისთვის ლოცულობს? ხატზე გადაცემა რომ იყო არა თუ დამნაშავის არამედ მთელი გვარის ლენჩო მღვდელო, უწიგნურო პირველად გაიგე? ქართული კინო მაინც არ გინახია თუ წიგნები არ წაგიკითხია?

ლომისის ხატს რომ გადასცეს გვარი და თანამონაწილეები გოგოს მოტაცების გამო დღემდე არ გამომდის მეხსიერებიდან და მთას არ ამოუღია ხმა! გვარს არ უშვებდნენ ლომისაში ხალხო გვარს! საკლავს არ აკვლეინებდნენ და სანთელს არ ანთებინებდნენ! აი ის იყო ეკლესიაც, დეკანოზიც და ადათ – წესიც!

დღეს საერთოდ წირვა ჩემი ჭკუის დარიგებას უძღვნა! ინტერნეტ სივრცეში პოსტების წერას! სატელევიზიო ინტერვიუებს! ეტყობა რეზო ელიბარაშვილის ფულებს იჩხრიალებდა ცოდვების მოსანანიებელს!

მღვდელი რომ ხარ დიახ ყველას უნდა მოუწოდო რომ არ შერჩება სხვისი ოჯახების გამწარება და შავებში ჩაცმულ დედას, გამწარებულს არ უნდა გაუბედო არ დაიტირო შვილიო!! და არც არავინ იწყევლებოდა იქ!

ჩემი საბერძნეთიდან ჩამოსულ დეიდაშვილს დიმიტრის მივუბრუნდი და ვუთხარი – დიმიტრი მე რომ მოვკვდები მთელმა საქართველომ რომ სვეტიცხოველში მოითხოვოს ჩემი დასვენება არ დამასვენო მეთქი!- გარეთ გამოვედი…

მე ვერ გავაცოცხლებ ანას და მართას მაგრამ გამოდი ეკლესია და შენ დაწყევლე! ხატზე გადაეცი მთვრალი და ნარკომანი მძღოლი და ნუ შეუნდობ შესაწირის გამო ცოდვებს! შენ აღკვეთე ეს უსამართლობა 500 ადამიანი რომ მოკვდა გასულ წელს და მათ შორის 28 ბავშვი!

მე ვიბრძოლებ რომ ჩემი მართა ბოლო ბავშვი იყოს მკვდარი ლოთი, ნარკომანი, თავში ავარდნილი გოიმების გამო! ყველამ თავპირში უნდა გირტყათ ვინც დრიფტაობთ და სოფლებში ხალხი თავისი სახლის კართან ვერ დამჯდარა თქვენი შიშით!

ხამებო და არასწორო ხალხო!” – წერს ირმა ამბარდნიშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“არ მეცოდება უზრდელი და თავხედი ადამიანი, მითუმეტეს მაშინ, როცა სხვა ქვეყანაში იმყოფება, არ იცავს...

ქართველი მომღერალი და მსახიობი ნინი ბადურაშვილი კახეთში, სასტუმრო "Agarani...

“გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა გვიჩვენებს, თუ როგორი ქაოტური და უყურადღებო ვითარებაა გზებზე” – ანა...

გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა ტრაგიკულად დამთავრდა - ავარიას დედა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“ორშაბათს სააპელაციო სასამართლომ უნდა უპასუხოს მთავარ კითხვას: არსებობს ამ ქვეყანაში ელემენტარული სამართალი” – ნინი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალური მდივნის, პაატა მანჯგალაძის შვილი, ნინი მანჯგალაძე...

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...