spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"გრძელდება მტრული დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ" - კახა...

“გრძელდება მტრული დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ” – კახა კალაძე ევროპელ პოლიტიკოსებზე

გრძელდება მტრული დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ჩვენ ვიცით, რა არის ამ ყველაფრის მთავარი მიზეზი. ზოგადად, ამ პროექტის განხორციელება საქართველოს გარეშე წარმოუდგენელი მგონია“, – ამით თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტებთან კაია კალასის განცხადებას გამოეხმაურა და შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიის საქართველოს გარეშე განხილვა შეაფასა.

მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში არის სიცრუეზე, შანტაჟსა და მუქარაზე დაფუძნებული დამოკიდებულება.

ეს უბრალოდ არის პოლიტიკური ნარატივი, მტრული გამოხატულება და დამოკიდებულება, რასაც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ვხედავთ ქართველ ხალხთან და ქართულ სახელმწიფოსთან მიმართებით, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ტყუილზე, სიცრუეზე, ცილისწამებაზეა დაფუძნებული. შანტაჟი, მუქარა – ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ამას ვხედავთ ბოლო წლებში კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან.

ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. ყველამ კეთილი უნდა ინებოს და პატივი სცეს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ქართულ სახელმწიფოებრიობას.
ვინც არ უნდა იყოს, კალასი იქნება თუ სხვა რომელიმე თანამდებობის პირი, ყველამ პატივი უნდა სცეს ქართულ სახელმწიფოებრიობას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ გამოთქვა მზადყოფნა დიალოგისთვის, თუმცა უშედეგოდ.

ჩვენ ვხედავთ, როგორია მათი ენა, არანაირი საუბარი, მხოლოდ და მხოლოდ მუქარები და შანტაჟი. ამდენი ხნის განმავლობაში არავის დაუყენებია საკითხი დიალოგის გამართვის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბევრჯერ გამოვთქვით მზადყოფნა დიალოგისთვის და მზად ვართ მოვისმინოთ კონკრეტული არგუმენტები. ესეც გასაგებია, რადგან არანაირი არგუმენტი არ არსებობს, მხოლოდ უნდათ გადატეხვით, მუქარებითა და შანტაჟით მიიღონ გადაწყვეტილებები საქართველოსთან დაკავშირებით. არ გამოვა ეს დამოკიდებულება და ეს ურთიერთობები ამ ფორმით“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მან ისაუბრა ქართველი ხალხის არჩევანზე, რომელიც მან საპარლამენტო არჩევნებისას გააკეთა და განაცხადა, რომ დღეს „ქართული ოცნება“ ქართველ ხალხს წარმოადგენს.

საქართველოში ხელისუფლებას ირჩევს ქართველი ხალხი. დღეს „ქართული ოცნება“ წარმოადგენს ქართველ ხალხს, რადგან საპარლამენტო არჩევნებზე უმრავლესობამ მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“.

ჩვენ გვესმის და ვხედავთ მათ არასამართლიან პოლიტიკას და დამოკიდებულებას, რაც ამ კონკრეტულ პოლიტიკოსებს აქვთ. დღეს ევროპული ბიუროკრატია არის ძალიან მძიმე კრიზისში. თუნდაც ჰკითხეთ ევროპულ ქვეყნებში მცხოვრებ ადამიანებს, თუ რა დამოკიდებულება აქვთ ევროპელ ბიუროკრატებთან. ჩვენ გვაღელვებს, თუ როგორ იქცევიან ჩვენი ქვეყნის მიმართ და ეს უსამართლო დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ქვეყნის შიგნით ასკაციანი აქციები და ქვეყნის გარედან სანქციები – ამ ეტაპისთვის სწორედ ეს დარჩა...

"არსებობს ცნობილი გამონათქვამი: რასაც პეტრე ამბობს პავლეზე, პეტრეზე უფრო...

“ჩვენი ოჯახის მსგავსად, ათასობით ოჯახი გადაარჩინა განადგურებისგან ბატონმა ბიძინამ…!” – ნანუკა თამაზაშვილი

"უფალმა არ გაგვწირა. ჩვენი ოჯახის მსგავსად, ათასობით ოჯახი გადაარჩინა განადგურებისგან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ვერ გავარკვიე ამ ბოდვითი დიარეის მოსმენის მიზანი რა არის – პროკურატურა იზიარებს ამ ყველაფერს...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე ზურაბ...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...