spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ გვყავს" - კახა კალაძე

“ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ გვყავს” – კახა კალაძე

ქვეყანაში არა პოლიტიკური პატიმრები, არამედ გვყავს კონკრეტული დამნაშავეები, რომლებიც რევოლუციას გეგმავდნენ, პოლიციელებს სცემდნენ, ქვებს ესროდნენ“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა, სადაც მან უპასუხა შეკითხვას ამერიკული გამოცემის Washington Examiner სტატიის შესახებ, რომ თითქოს, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პოლიტპატიმრებით ვაჭრობს.

თბილისის მერის თქმით, ქვეყანაში პოლიტპატიმრები კი არა, დამნაშავეები გვყავს, რომლებიც სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას გეგმავდნენ.

რა შუაშია ვაჭრობა? ყველაფერს თავის სახელი უნდა დავარქვათ. ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ გვყავს. ჩვენ გვყავს კონკრეტული დამნაშავეები, რომლებსაც ჩადენილი დანაშაულის გამო აქვთ სასჯელი მიღებული.

4 ოქტომბერს პირდაპირ ეთერში ვნახეთ, რომ რევოლუციას აწყობდნენ. მანამდე სახელმწიფო გადატრიალების მთელი კამპანია ჰქონდათ გაჩაღებული. 4 ოქტომბერს კი ცდილობდნენ, ეს ყველაფერი სისრულეში მოეყვანათ. თუმცა, ამას შესაბამისი სამსახურების მხრიდან რეაგირება მოჰყვა და პრევენციული ღონისძიებები გატარდა. ისინი არიან დამნაშავეები, რომლებიც პოლიციელებს სცემდნენ, ქვებს ესროდნენ, „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესროდნენ, ცოცხლად დაწვას უპირებდნენ და ა.შ.

რაც შეეხება აშშ-ს, ჩვენი პოზიცია ბევრჯერ გვაქვს დაფიქსირებული. დასამალი არაფერი გვაქვს. აბსოლტურად ღია ვართ, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს. ის არასამართლიანი დამოკიდებულება, რაც ქართული სახელმწიფოსა და ხალხის მიმართ ჰქონდა აშშ-ის წინა პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ეს კატეგორიულად მიუღებელია.

დარწმუნებული ვარ, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას შესწევს ძალა, ის არასამართლიანი ურთიერთობა მარტივად გამოასწოროს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ამ ადამიანის ასეთი გამეტება რა მდაბალი ქცევაა” – ნათია ფანჯიკიძე ალეკო ელისაშვილზე

ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე ემოციური...

“ამ ფოტოზე, რომელიც ყველგან გავიდა ამერიკის მედიაში, ასახულია ჩვენს მიერ ყურძნის დაწურვა ყვარელში. ახლა...

აშშ რესპუბლიკური პარტიის წევრის, სენატორ ლინდსი გრემის მოულოდნელ გარდაცვალებას...

“მჯერა საქართველოს მომავლის და მისი ახალგაზრდობის კეთილი, დიდი, ლამაზი შარავანდედით შემოსილი წარმატებული სამშობლოს განთიადის”...

ცნობილი პედიატრის, აკადემიკოს გიორგი (გოგა) ჩახუნაშვილის მორიგი წერილი საპატიმროდან,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...

“ვერ გავარკვიე ამ ბოდვითი დიარეის მოსმენის მიზანი რა არის – პროკურატურა იზიარებს ამ ყველაფერს...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე ზურაბ...

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...