spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ამ ფოტოზე, რომელიც ყველგან გავიდა ამერიკის მედიაში, ასახულია...

“ამ ფოტოზე, რომელიც ყველგან გავიდა ამერიკის მედიაში, ასახულია ჩვენს მიერ ყურძნის დაწურვა ყვარელში. ახლა აღარც მაკკეინია ცოცხალი, აღარც გრემი და ყვარლის ნაკვეთიც წართმეული და გაპარტახებულია” – მიხეილ სააკაშვილი

აშშ რესპუბლიკური პარტიის წევრის, სენატორ ლინდსი გრემის მოულოდნელ გარდაცვალებას კონკრეტული ფაქტების გახსენებით ეხმიანება საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი:

ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, ამერიკაში დაბრუნებული ჩემი მეგობარი და რუსეთის ერთ-ერთი დაუძინებელი მტერი ამერიკაში, სენატორი ლინდსი გრემი მოულოდნელად გარდაიცვალა. ასეთ დროს პირველი აზრი რაც მომდის თავში არის, ხომ არ დაალევინეს რუსული ჩაი უკან მიმავალს ამერიკაში.

ლინდსი იყო ჩემი უახლოესი მეგობრის, ჯონ მაკკეინის ახლო ძმაკაცი. მან 2008 წელს, საქართველოს წინააღმდეგ აგრესიას უწოდა მთელი თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ ომის გამოცხადება.

ბევრჯერ იყო ნამყოფი საქართველოში. მახსოვს ერთხელ საქართველოს მოვლას ვაპირებდით ერთად და თბილისშივე გაგვაფრთხილა, რომ ბოლო წლები სჭირდა სიმაღლის და წყლის შიში. ჯერ სვანეთში ვერტმფრენით ჩავფრინდით, შემდეგ ბათუმში, შერატონის დაუმთავრებელ შენობაზე ავიყვანე ბოლო სართულზე, შემდეგ მე და მაკკეინმა ძალით შევაგდეთ ადიდებულ შავ ზღვაში, სკუტერით მოგვიყვანეს რეზიდენციასთან. მიუხედავად დეკლარირებული შიშებისა, ყველგან წამოგვყვა.

ლინდსი დამეხმარა რჩევებით, როგორც სენატის სამართლებრივი კომიტეტის თავმჯდომარე, როდესაც ქოცები ლობირებდნენ ჩემი და ჩვენი სამხედროების გამტყუნებას 2008 წლის ომში, ჰააგის სასამართლოში.

როდესაც 2016 წელს ჯონ მაკკეინსა და ტრამპს შორის კონფლიქტი წარმოიშვა, ლინდსი ტრამპის მხარეს გადავიდა და ძალიან დაახლოვდა მასთან. ის იყო ტრამპის ნდობით აღჭურვილი პირი სენატში.
მე გრემს ბოლოს საქართველოში დაბრუნებამდე ცოტა ხნით ადრე ვესაუბრე, ამერიკის დედაქალაქში. რა თქმა უნდა, ქოციანობის დროს მას აღარასდროს ჩამოუდგამს ფეხი საქართველოში.

ამ ფოტოზე, რომელიც ყველგან გავიდა ამერიკის მედიაში, ასახულია ჩვენს მიერ ყურძნის დაწურვა ყვარელში. ახლა აღარც მაკკეინია ცოცხალი, აღარც გრემი და ყვარლის ნაკვეთიც წართმეული და გაპარტახებულია.

მინდა გულწრფელი სამძიმარი გამოვუცხადო ჩემი მეგობრის ლინდსი გრემის ოჯახს, ამ უკიდურესად უდროო დანაკლისის გამო“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გვაქვს იმედი, რომ არც მომავალში მიატოვებთ ქართველ ხალხს ამ დიდ ბრძოლაში” – შალვა ნათელაშვილის...

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ღია წერილით მიმართავს უკრაინის...

“აქ იმდენად თავად სააკაშვილი არაა პრობლემა, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მისეული ხედვა” – დავით...

მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ პოლიტიკურ შეფასება-განმარტებებს, სადაც...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“ასეთ დაუნდობლობას არ მოუტანია არასოდეს სიკეთე! ცუდის, ბოროტების მომტანია ასეთი სისასტიკე!!!” – თაკო ჩარკვიანი

სასამართლოს მიერ ალეკო ელისაშვილისთვის 13 წლით პატიმრობა მისჯას, ემოციური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“სალომე ზურაბიშვილმა კვლავ გაიმეორა ჩემზე “არა და არასდროს!”… ვინ არის ეს ქალი?” – მიხეილ...

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით – “არა...