spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"გვაქვს იმედი, რომ არც მომავალში მიატოვებთ ქართველ ხალხს...

“გვაქვს იმედი, რომ არც მომავალში მიატოვებთ ქართველ ხალხს ამ დიდ ბრძოლაში” – შალვა ნათელაშვილის მიმართვა ვოლოდიმირ ზელენსკისადმი

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ღია წერილით მიმართავს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის.
მიმართვას გთავაზობთ უცვლელად:

უკრაინის პრეზიდენტს, მის აღმატებულებას, ბატონ ვოლოდიმირ ზელენსკის

ვადასტურებთ უკრაინელი ხალხისა და პირადად თქვენდამი ჩვენს უდიდეს პატივისცემას.

არ დაგიმალავთ, რომ კავკასიელი მინი-პუტინის — დიქტატორ-ოლიგარქ ივანიშვილის სასტიკი რეჟიმის წინააღმდეგ ბარიკადებზე მდგომი ჩვენი ხალხი გაოცებულია იმ დათბობით, რაც შეიმჩნევა თქვენი ხელისუფლების დამოკიდებულებაში საქართველოს არაღიარებული, არალეგიტიმური რეჟიმის მიმართ.

თქვენი საგარეო საქმეთა მინისტრის, შემდგომ კი თქვენი განცხადებები ივანიშვილის მთავრობასთან კონსტრუქციული თანამშრომლობის შესახებ შოკისმომგვრელია. ამ დღეებში კი თქვენი პარლამენტის სპიკერის ინიციატივით ბელგრადში საქართველოს არალეგიტიმური პარლამენტის დელეგაციის მიწვევამ ყოველგვარ უსიამოვნო მოლოდინს გადააჭარბა.

თბილისის რეჟიმი ამ ფონზე აქტიურად ავრცელებს ხმებს, თითქოს ორბანის ნაცვლად ახლა უკრაინის მთავრობა გაუწევს მათ ლობირებას ევროპულ სტრუქტურებსა და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტებში, რათა მოსალოდნელ სანქციებს გადაურჩნენ, რაც ჩვენთვის დაუჯერებელია.

საქართველოში წინააღმდეგობის მოძრაობას კიევისგან არავითარი რეალური დახმარება არ უგრძნია, თუ არ ჩავთვლით განცხადებებს. არადა, ჩვენ აქ, ყველაფერთან ერთად, შიშველი ხელებით ვებრძვით ყველა რუსი ოლიგარქის ერთობლივ, მილიარდიან ფინანსურ და სამხედრო ბაზას.

ამასთან, ჩვენ არ გვავიწყდება, როგორ გახვედით მარტო ენგურის ხიდზე, რუსეთის საოკუპაციო ზოლთან, აფხაზეთის მიმართულებით, სადაც საქართველოს რეჟიმის უმაღლესმა წარმომადგენლებმა ვერც კი გაბედეს თქვენი თანხლება.

გვაქვს იმედი, რომ არც მომავალში მიატოვებთ ქართველ ხალხს ამ დიდ ბრძოლაში.

უდიდესი პატივისცემით,
პარტიის ლიდერი
შალვა ნათელაშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...

“ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში თავს ისე გრძნობს, როგორც ოჯახში” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორი, იაგო კაჭკაჭიშვილი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა...

“სიმართლე რომ არ გაიგოს საზოგადოებამ, ამიტომაა დაკეტილი ყველაფერი მის ირგვლივ – პირადიც და საჯაროც”...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის ელისო კილაძის ადვოკატი ვალერი გელბახიანი...

“თუ გინდა საზოგადოება გაანადგურო, ისტორია უნდა წაუშალო” – თამარ ჩერგოლეიშვილი

პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი საქართველოს ისტორიის მნიშვნელობაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“აქ იმდენად თავად სააკაშვილი არაა პრობლემა, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მისეული ხედვა” – დავით...

მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ პოლიტიკურ შეფასება-განმარტებებს, სადაც...

“ბაჩო ახალაია რეჟიმის ახალი მძევალია და მისი გათავისუფლება, სხვა რეჟიმის ტყვეობაში მყოფებთან ერთად, ჩემთვის...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...