spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი - საფრთხედ"...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს და კონკრეტულ საფრთხეებზე მიანიშნებს:

გამარჯობა. გილოცავთ. თქვენ აბსურდის სახელმწიფოში გაიღვიძეთ!

ყველა ტირანია ბოლოს აბსურდამდე მიდის. სხვანაირად არც შეიძლება. როდესაც რეალობა ვეღარ ამართლებს ძალაუფლებას, ძალაუფლება იწყებს რეალობის შეცვლას. ჯერ იცვლება სიტყვების მნიშვნელობა. შემდეგ – სამართლის. ბოლოს კი – თავად რეალობის. სწორედ აქ იბადება აბსურდი.

ფილოსოფიაში აბსურდი ნიშნავს მდგომარეობას, როდესაც ადამიანის ლოგიკური მოლოდინი ეჯახება სამყაროს სრულ უაზრობას. პოლიტიკაში კი აბსურდი გაცილებით საშიშია. აქ იგი უკვე მმართველობის მეთოდად იქცევა. როდესაც კანონი აღარ ემსახურება სამართალს. როდესაც ფაქტს ინტერპრეტაცია ანაცვლებს, მტკიცებულებას – ვარაუდი. როდესაც ადამიანის შინაგან მდგომარეობას სახელმწიფო აფასებს.

დღეს ვიღაცას ედავებიან სიტყვას, აზრს და უკვე ღიმილს. ხვალ – სიჩუმეა რიგში…

ვიღაცას ეს სასაცილოდ ეჩვენება. მაგრამ აბსურდი ყოველთვის ასე იწყება. ჯერ გვაცინებს – მერე გვაჩუმებს და ბოლოს გვმართავს.

დააკვირდით, რა გზა გავიარეთ. არარსებული „პაკრიშკების რევოლუციიდან“ მივედით იქამდე, რომ პოლიციელის ვარაუდი, ვიღაცის ღიმილზე, შეიძლება სახელმწიფოს გადატრიალების ქმედებად იქნას მიჩნეული და მტკიცებულებად იქცეს. ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ.

დღეს შეიძლება ვინმეს გაეცინოს იმაზე, რომ ადამიანის ნათქვამი „მე ვფიქრობ“ ან „მე ვთვლი“ უკვე სისხლის სამართლის შეფასების საგანი ხდება. მაგრამ სწორედ აქ მთავრდება სამართალი. რადგან სამართალი ადამიანს ქმედებისთვის სჯის. აბსურდი კი – ემოციისა და ფიქრისთვის.

სწორედ ამიტომ არის აბსურდი ტირანიის უმაღლესი ფორმა. მას აღარ სჭირდება შენი დარწმუნება. არც შენი თანხმობა. მას მხოლოდ ერთი რამ უნდა – შეგაჩვიოს. შეგაჩვიოს იმას, რომ შეუძლებელი შესაძლებელია, რომ უაზრობა ნორმაა, რომ ლოგიკა ფუფუნებაა, რომ ხვალ შეიძლება ყველაფერი დანაშაული გახდეს.

აბსურდის ყველაზე დიდი გამარჯვება არც გადავსებული ციხეებია, არც სპეცრაზმი, არც სასამართლო. მისი ყველაზე დიდი გამარჯვებაა ადამიანი, რომელმაც თქვა: „ეჰ… ჩვენთან ყველაფერი შეიძლება“, უფრო გასაგებად ნიკო გომელაურს დავესესხები – „ამ ქალაქში ყველაფერი მოსულა…

სწორედ ამ წუთიდან კვდება სახელმწიფო. არა იმიტომ, რომ კონსტიტუცია გაუქმდა. არამედ იმიტომ, რომ საზოგადოებამ უარი თქვა გაკვირვებაზე, შეფასებასა და გაბრაზებაზე.

და ბოლოს. ყველაზე მზაკვრული მაინც სხვა რამ არის. ხელისუფლებას აბსურდი იმიტომ სჭირდება, რომ ადამიანი ჯერ აბსურდს შეაჩვიოს, მერე კი იმ რეალობას, რომელიც გუშინ წარმოუდგენელი ჩანდა. როდესაც შეუძლებელს ყოველდღიურობად აქცევ, ყველაზე მძიმე გადაწყვეტილებებიც ჩვეულებრივ ამბებად იქცევა.

ამიტომ ნუ იცინით. აბსურდი არასოდეს არის სასაცილო. ის ყოველთვის გაფრთხილებაა. აბსურდის თეატრი სცენაზე მთავრდება. აბსურდის სახელმწიფო – ადამიანის თავისუფლებით“, – წერს გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში თავს ისე გრძნობს, როგორც ოჯახში” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორი, იაგო კაჭკაჭიშვილი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა...

“გადავწყვიტე, რომ ნანუკა იყოს რეფორმატორთა საბჭოს აღმასრულებელი მდივანი” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი პარტია "ერთიან ნაციონალური მოძრაობაში" დაგეგმილ ძირეულ ცვლილებებს...

“ოლიგარქიული სახელმწიფო: სამი რამ გადაბმული ერთმანეთში…” – ანა დოლიძე

სასამართლო ხელისუფლებაზე აქცენტით, ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე საუბრობს პარტია "ხალხისთვის"...

“ნაციონალურ მოძრაობას” პოლიტიკურ პარტიასაც ვერ ვუწოდებ – კარგად ვიცით, რომ ყველაფერს წყვეტს ერთი ადამიანი”...

„ნაციონალურ მოძრაობას“ რა მდგომარეობა ექნება შიგნით, ვინ რა განცხადებას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...

“აქ იმდენად თავად სააკაშვილი არაა პრობლემა, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მისეული ხედვა” – დავით...

მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ პოლიტიკურ შეფასება-განმარტებებს, სადაც...