spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბები"პრობლემურ ლოკაციებზე იმყოფებოდნენ შესაბამისი სამსახურები და ყველა პრობლემა...

“პრობლემურ ლოკაციებზე იმყოფებოდნენ შესაბამისი სამსახურები და ყველა პრობლემა აღმოიფხვრება” – კახა კალაძე დედაქალაქში მოსულ ინტენსიურ ნალექზე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მოკლე დროში მოსული ინტენსიური ნალექის დროს თბილისის ზოგიერთი ქუჩა იტბორება, რადგან წვიმისა და ქარის შედეგად ჩამოყრილი ტოტები და ფოთლები ეფარება ცხაურებს, ასევე, საყოფაცხოვრებო ნარჩენი, რომელიც სანიაღვრე ქსელებში ხვდება, ხელს უშლის წყლის გადინებას.

ამის შესახებ მან დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც ორი დღის წინ თბილისში მოსული უხვი ნალექის მიერ გამოწვეული შედეგები შეაჯამა.

მისივე განმარტებით, პრობლემას ასევე ქმნის სანიაღვრე ქსელების მოძველება ან მისი არარსებობა.

2017 წლიდან ასეა – როდესაც ვიწყებთ ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოებს, პირველ რიგში, ვაწესრიგებთ მიწისქვეშა კომუნიკაციებს. ბევრჯერ გვითქვამს, რომ მთელი ქალაქის მასშტაბით, მიწისქვეშა კომუნიკაციების თვალსაზრისით, გვაქვს სერიოზული გამოწვევა. ცხადია, ერთდროულად ყველაფერს ვერ შევძლებთ, მაგრამ ეტაპობრივად ყველა პრობლემა იქნება მოგვარებული და მოწესრიგებული. არ დარჩენილა ადგილი, სადაც ჩვენი მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები ან გამგეობის თანამშრომლები არ მისულიყვნენ, არ ჰქონოდათ კომუნიკაცია მოსახლეობასთან. პრობლემურ ლოკაციებზე იმყოფებოდნენ შესაბამისი სამსახურები და ყველა პრობლემა აღმოიფხვრება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერი ასევე გამოეხმაურა ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ძლიერი წვიმის შედეგად მეტროსადგურ „ავლაბარში“ წყალი ჩავიდა.

აღნიშნული ტელევიზია დაკავებულია სიცრუითა და ცილისწამებით. ისინი ამჯერადაც შეეცადნენ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას. სირცხვილია, 21-ე საუკუნეში ასე უტიფრად ავრცელებდე დეზინფორმაციას. წყლის ჩამოსვლის არანაირი ფაქტი არ ყოფილა. როდესაც აღნიშნული პრობლემა მართლა არსებობდა, არ მოგვრიდებია და თანაგუნდელებთან ერთად ვისაუბრე ამაზე. მოადგილეებსა და აუდიტის სამსახურის ხელმძღანელს დავავალე პრობლემის აღმოფხვრა, დღეს კი ეს პრობლემა მოგვარებულია. თვალდახუჭულები არ ვცხოვრობთ, ვიცით რა გამოწვევებია დედაქალაქში. წვიმა და სტიქია მხოლოდ ჩვენთან არ ხდება. ამ დროს ნებისმიერ ევროპულ ქალაქში რთული მდგომარეობა იქმნება. მოვუწოდებ მოქალაქეებს, არ დაუჯეროთ კონკრეტულ ტელევიზიებს და მოიძიეთ სწორი ინფორმაცია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“თუ გვინდა რუსმა ბასიაჩკამ საქორწინო სუფრაზე არ დაგვი@@ას, რუსული ხელისუფლება უნდა შევცვალოთ” – ნიკა...

კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტს, პოლიტიკური პოზიცია-განმარტებებით ეხმაურება...

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“ორშაბათს სააპელაციო სასამართლომ უნდა უპასუხოს მთავარ კითხვას: არსებობს ამ ქვეყანაში ელემენტარული სამართალი” – ნინი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალური მდივნის, პაატა მანჯგალაძის შვილი, ნინი მანჯგალაძე...