spot_img
მთავარიეს საინტერესოაBusiness Insider Polska: ბათუმი შავი ზღვის რეგიონში ბიზნესისა...

Business Insider Polska: ბათუმი შავი ზღვის რეგიონში ბიზნესისა და ტურიზმის ახალ ცენტრად ყალიბდება

„Business Insider” – ის პოლონური გამოცემა ბათუმის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. პრესტიჟული გამოცემა, რომელიც ძირითადად ბიზნესს სიახლეებზეა ორიენტირებული, მკითხველს ბათუმს, როგორც ბიზნესისა და ტურიზმის ახალ მიმართულებას აცნობს.

ბათუმი სულ უფრო თამამად ცვლის იმ გზავნილს, რომლითაც საკუთარ თავს მსოფლიოს აცნობს. შავი ზღვისპირა კურორტის ტრადიციულ იმიჯს თანდათან ცვლის ამბავი ტურისტულ მიმართულებაზე, რომელსაც სურს მიიზიდოს არა მხოლოდ ტურისტები, არამედ ბიზნესი, ღონისძიებები და ის მოგზაურები, რომლებიც ახალ მიმართულებებს ეძებენ“, – წერია სტატიაში.

Business Insider Polska განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ქალაქის ისტორიულ სავაჭრო მნიშვნელობაზე, თანამედროვე ურბანულ განვითარებაზე, საერთაშორისო ბრენდების სასტუმრო ინფრასტრუქტურასა და MICE ტურიზმის (შეხვედრები, კონფერენციები, ინსენტივ-მოგზაურობები და გამოფენები) განვითარების პერსპექტივებზე. გამოცემა აღნიშნავს, რომ ბათუმი ბუნებრივ უპირატესობებს თანამედროვე ინფრასტრუქტურასთან წარმატებით აერთიანებს.

სტატიაში ხაზგასმულია, რომ „ბათუმში მრავლადაა საერთაშორისო სასტუმრო ბრენდებიც, რომლებიც ქალაქის სანდოობას უცხოელი სტუმრების თვალში აძლიერებენ. ისეთი ბრენდების არსებობა, როგორებიცაა Sheraton, Hilton, Radisson Blu, Marriott, Wyndham და Le Meridien, ნიშნავს მომსახურების ცნობად სტანდარტს და იმ ინფრასტრუქტურას, რომელიც უფრო მასშტაბური ღონისძიებების ორგანიზებისთვის არის საჭირო. MICE ინდუსტრიისთვის, რომელიც მოიცავს შეხვედრებს, კონფერენციებს, ინსენტივ-მოგზაურობებსა და კორპორაციულ ღონისძიებებს, ასეთი სტანდარტი არსებითად სერიოზული საუბრის საწყისი წერტილია“.

გამოცემა ასევე მიმოიხილავს აჭარის მრავალფეროვან ტურისტულ შესაძლებლობებს — ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, დაცულ ტერიტორიებს, მთიან აჭარას, კულტურულ მემკვიდრეობას, ადგილობრივ გასტრონომიასა და მზარდ ავიამიმოსვლას, რაც რეგიონის ოთხივე სეზონზე მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

სტატიის დასასრულს Business Insider Polska აღნიშნავს, რომ ბათუმი უკვე ფლობს ყველა იმ ძირითად კომპონენტს, რომელიც საერთაშორისო ბიზნესისა და ტურიზმის ცენტრისთვის არის საჭირო და ასკვნის: „ბევრი ქალაქისგან განსხვავებით, რომლებიც საკუთარი თანამედროვეობის შესახებ ამბის შექმნას ცდილობენ, ბათუმს ეს თანამედროვეობა უკვე აქვს… თუ ქალაქი ამ მომენტს სწორად გამოიყენებს, შავი ზღვა მოგზაურთა ნაწილისთვის ბათუმი შესაძლოა აღარ იყოს ნაცნობი რუკის დასასრული და უბრალოდ, ახალი მიმართულების დასაწყისად იქცეს“.

Business Insider Polska პოლონეთის ერთ-ერთი წამყვანი ბიზნესგამოცემაა, რომელსაც ყოველთვიურად მილიონობით მკითხველი ჰყავს და რომელიც ეკონომიკის, ინვესტიციების, ფინანსებისა და საერთაშორისო ბიზნესის საკითხებს აშუქებს.

სტატიის ბმული – https://businessinsider.com.pl/biznes/batumi-w-gruzji-nowe-centrum-biznesu-i-turystyki-nad-morzem-czarnym/pzy36wg?utm_term=clk:f17e21cd-c253-4634-bbed-9419fbbcbe0b

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ერთი საინტერესო ტენდენცია შეინიშნება, ბოლო პერიოდში, პოლიტიკურ ველზე…” – არჩილ გამზარდია

ქართულ პოლიტიკურ ველზე გაჩენილ სიახლეებთან დაკავშირებით თავის შეფასებებს აკეთებს...

“ნაციონალურ მოძრაობას” პოლიტიკურ პარტიასაც ვერ ვუწოდებ – კარგად ვიცით, რომ ყველაფერს წყვეტს ერთი ადამიანი”...

„ნაციონალურ მოძრაობას“ რა მდგომარეობა ექნება შიგნით, ვინ რა განცხადებას...

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“სიმართლე რომ არ გაიგოს საზოგადოებამ, ამიტომაა დაკეტილი ყველაფერი მის ირგვლივ – პირადიც და საჯაროც”...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის ელისო კილაძის ადვოკატი ვალერი გელბახიანი...

“ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში თავს ისე გრძნობს, როგორც ოჯახში” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორი, იაგო კაჭკაჭიშვილი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა...