spot_img
მთავარიადამიანის უფლებები"საკუთარი თვალებით უნდა ვნახო და ჩემი ყურებით მოვისმინო...

“საკუთარი თვალებით უნდა ვნახო და ჩემი ყურებით მოვისმინო პროცესებზე მხარეთა მტკიცებულებები, რათა დავრწმუნდე, რასაც ედავებიან ელისოს, არის თუ არა ეს სიმართლესთან კავშირში” – გელა მთივლიშვილი

“მთის ამბების” რედაქტორი, გელა მთივლიშვილი “ქრონიკა +”-ის დამფუძნებლის, ელისო კილაძის დაპატიმრების მეთოდის შეფასებას ახდენს, სასამართლო პროცესების დახურვის გადაწყვეტილებას აპროტესტებს და კონკრეტული მოთხოვნით მიმართავს საქართველოს პროკურატურას:

მინდა, კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო ელისო კილაძის საქმეს.

ელისო ოთხ თვეზე მეტია, რაც სპეცრაზმის გამოყენებით დააკავეს. დღემდე ვერ გავიგე, პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის გათვალისწინებით, რა საჭირო იყო მისი დაკავება დღისით, შუა ქუჩაში, კბილებამდე შეიარაღებული სპეციალური დანიშნულების რაზმის ნიღბიანი თანამშრომლების მონაწილეობით. გამოკითხვაზე დაიბარეს და არ მივიდა? წინააღმდეგობის გაწევას ელოდნენ? გარბოდა? ფიზიკურად საფრთხეს წარმოადგენდა? თუ თავიდანვე ის მიზანი გქონდათ, რომ „ბუას ეფექტი“ შეგექმნათ და საზოგადოებაში შიში დაგეთესათ?

ოთხ თვეზე მეტია, ის რუსთავის ქალთა ციხეშია. ამ პერიოდში მას არ აძლევენ ოჯახის წევრებთან დარეკვის, შეხვედრის და მიმოწერის საშუალებას. ისეთი ელემენტარული უფლებებიც კი შეუზღუდეს, რაც უკიდურესად მძიმე დანაშაულის ჩამდენ პირებსაც აქვთ. ამასთან, ადვოკატებს ხელი მოაწერინეს გაუთქმელობის ვალდებულებაზე – ეს ნიშნავს, რომ საქმესთან დაკავშირებით, მით უმეტეს საქმის მასალების მოშველიებით, საუბარიც კი აუკრძალეს, არათუ რაიმე დოკუმენტის გასაჯაროება.

ელისო კილაძის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში არა ღია სხდომებზე, არამედ დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. პროკურატურის არგუმენტია, რომ ელისო ცნობილი ჟურნალისტია და შეუძლია, საჯარო გამოსვლებით ზეწოლა მოახდინოს მოწმეებზე. ეს “არგუმენტი” (მით უმეტეს სასამართლოს საგანგებოდ ჩარაზვის შემდეგ) ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და ძალიან საშიში პრეცედენტია!

ნულოვანი ნდობა მაქვს „ქართული ოცნების“ პროკურატურის, ოლიგარქის სასამართლოს და მთლიანად ივანიშვილის ხელისუფლების მიმართ. საკუთარი თვალებით უნდა ვნახო და ჩემი ყურებით მოვისმინო პროცესებზე მხარეთა მტკიცებულებები, რათა დავრწმუნდე, რასაც ედავებიან ელისოს, არის თუ არა ეს სიმართლესთან კავშირში.

საქართველოს პროკურატურა, რაც შეიძლება სწრაფად, მომდევნო სხდომიდანვე გახსენით პროცესები! სხვა შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, რომ ელისო კილაძის მიმართ მართლმსაჯულება კი არ ხორციელდება, არამედ მას სჯიან და იზოლაციაში ჰყავთ, რათა მისი ხმა ჩაახშონ. ეს ხმა შესაძლოა ვიღაცებს სხვადასხვა მიზეზით არ მოსწონდათ, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ მისი ჩახშობის უფლება უნდა მივცეთ! გახსენით პროცესები და დაგვარწმუნეთ, რომ ის არ არის პოლიტიკური პატიმარი!” – წერს გელა მთივლიშვილი სოციალურ ქსელში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ბაჩო ახალაია რეჟიმის ახალი მძევალია და მისი გათავისუფლება, სხვა რეჟიმის ტყვეობაში მყოფებთან ერთად, ჩემთვის...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“განახორციელეთ ზარის მონიტორინგი და მომეცით დედასთან საუბრის საშუალება” – მარიამ ხარშილაძე

სოციალურ ქსელში, ელისო კილაძის ფეისბუქის გვერდზე წერს მისი შვილი,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“ბაჩო ახალაია რეჟიმის ახალი მძევალია და მისი გათავისუფლება, სხვა რეჟიმის ტყვეობაში მყოფებთან ერთად, ჩემთვის...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“სიმართლე რომ არ გაიგოს საზოგადოებამ, ამიტომაა დაკეტილი ყველაფერი მის ირგვლივ – პირადიც და საჯაროც”...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის ელისო კილაძის ადვოკატი ვალერი გელბახიანი...

“ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში თავს ისე გრძნობს, როგორც ოჯახში” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორი, იაგო კაჭკაჭიშვილი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა...