spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"ბაჩო ახალაია რეჟიმის ახალი მძევალია და მისი გათავისუფლება,...

“ბაჩო ახალაია რეჟიმის ახალი მძევალია და მისი გათავისუფლება, სხვა რეჟიმის ტყვეობაში მყოფებთან ერთად, ჩემთვის კიდევ ერთი ამოცანაა” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია პუნქტობრივ შეფასებებს აკეთებს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას საქმესთან დაკავშირებით და სოლიდარობას, სრულ მხარდაჭერას უცხადებს მას:

ბაჩო ახალაიას ორწელიწადნახევარი მიუსაჯეს სასამართლოზე ნათქვამი “ივანიშვილი ჩემი აზრით დასამხობია. თუ ძალის გამოყენების გარდა სხვა არჩევანი არ იქნა, ძალაც უნდა იქნეს გამოყენებული“.

მოწოდება უნდა იყოს საჯარო (მიმართული პირთა განუსაზღვრელი წრისადმი) და რეალური.

მოწოდება გაკეთდა 15 კაცის წინაშე სასამართლო სხდომაზე, რაც ვერ ჩაითვლება პირთა განუსაზღვრელ წრედ. მესამე პირის მიერ ციტირება მოწოდებად არ ითვლება, ხოლო სასამართლო დარბაზიდან რომ ახალაიას პირით ნათქვამი ამ მოწოდების აუდიო ჩანაწერი გავიდოდა, ახალაია ამას ვერ ივარაუდებდა და არც უნდა ევარაუდა, რადგან, შეგახსენებთ, სასამართლო სხდომებზე აუდიო-ვიდეო ჩაწერა ქოცებმა აკრძალეს. კანონდარღვევა მესამე პირის მერე ლეგიტიმური და რაციონალური ვარაუდის წინაპირობას ვერ წარმოშობს. ასე რომ, პირველი კრიტერიუმი გამოირიცხა.

მოწოდების რეალურობას რაც შეეხება, ციხეში მჯდომი კაცის 15 დამსწრესთან ლაპარაკმა რომ სახელმწიფო გადატრიალებას შეიძლება გამოიწვიოს, ამის რეალურობა ვერანაირი საღი აზრის ტესტს ვერ უძლებს, არათუ სამართლებრივი შეფასების მაღალ სტანდარტს. ასე რომ, მეორე კრიტერიუმიც გამოირიცხა.

რომ შევაჯამოთ, ბაჩო ახალაია რეჟიმის ახალი მძევალია და მისი გათავისუფლება, სხვა რეჟიმის ტყვეობაში მყოფებთან ერთად, ჩემთვის კიდევ ერთი ამოცანაა.

სოლიდარობა ბაჩოს და მის ოჯახს!” – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ახლა მე მხოლოდ ერთი რამ დამრჩენია, მოგიწოდოთ მედგარი წინააღმდეგობისკენ ამ საოკუპაციო რეჟიმის მოსაშორებლად, ამ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ცალკეული ფაქტების გახსენებით, კონკრეტული...

“ოპოზიციის “ბაბლს” მართლა ძალიან სერიოზულად აშინებს ცოტნე ივანიშვილის პოლიტიკაში შესაძლო მოსვლა” – ზაალ ანჯაფარიძე

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილის, ცოტნე ივანიშვილის...

“პოლიტიკოსებმა ყველა ფაქტორის გათვალისწინებით უნდა მოახდინონ სწორი პოლიტიკური ანალიზი და შესაბამისად იმოქმედონ” – მანანა...

კონკრეტული ფაქტების გახსენებით, პოლიტიკური ბრძოლის სხვადასხვა მეთოდს განიხილავს საქართველოს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“ორშაბათს სააპელაციო სასამართლომ უნდა უპასუხოს მთავარ კითხვას: არსებობს ამ ქვეყანაში ელემენტარული სამართალი” – ნინი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალური მდივნის, პაატა მანჯგალაძის შვილი, ნინი მანჯგალაძე...