სოციალურ ქსელში, ელისო კილაძის ფეისბუქის გვერდზე წერს მისი შვილი, მარიამ ხარშილაძე, გაეროს საინაუგურაციო გლობალურ დიალოგზე, მიხეილ ყაველაშვილის სიტყვით გამოსვლას ეხმაურება და დედასთან სატელეფონო კავშირის უფლებას ითხოვს:
“ბატონო მიხეილ, სანამ AI-ს ჭრილში საუბრობთ ადამიანის ღირსების და ფუნდამენტური უფლებების პატივისცემაზე, მე, საქართველოს მოქალაქე მარიამ ხარშილაძე, ხუთი თვეა ვითხოვ პატიმარ დედასთან საუბრის უფლებას, მისი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
ჯერ აქ ხომ არ ირღვევა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და ღირსება, როცა ქალს საშუალებაც არ აქვს საჯაროდ თავი იმართლოს ან საერთოდ ოჯახის წევრებს გაესაუბროს ⁉️
განახორციელეთ ზარის მონიტორინგი და მომეცით დედასთან საუბრის საშუალება“, – წერს ელისო კილაძის შვილი.

