ორშაბათი, ივნისი 16, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებისაინტერესო იყო, რომ გარდაცვლილ პაციენტს პრეტესტირების შემდგომ კოვიდ19...

საინტერესო იყო, რომ გარდაცვლილ პაციენტს პრეტესტირების შემდგომ კოვიდ19 არ აღმოაჩნდა – ლევან გოფოძე

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, ბოლოს გარდაცვლილ პაციენტს კოვიდ19 აღარ უდასტურდებდა, თუმცა ასეთი პაციენტები აღირიცხებიან სწორედ კორონავირუსით გარდაცვლილად. პაციენტი მარნეულიდან იყო მაისის თვეში გადმოყვანილი და მას შემდეგ კრიტიკულ პაციენტად ითვლებოდა, პაციენტს გარდა კოვიდ19-ისა უდასტურდებოდა თანმხლები მძიმე დაავადებები, მათ შორის ფილტვის არტერიების ემბოლიის დიაგნოზი, გულის მძიმე უკმარისობა და სხვა დაავადებები:

„ეს პაციენტი ჩვენთან მოყვანილი იქნა მაისის დასაწყისში. ის გადმოყვანილი იქნა მარნეულიდან, პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. თუ ყველას გახსოვთ და კარგად უნდა გახსოვდეთ, ყოველდღე, როდესაც ჩვენ კომენტარებს ვაკეთებდით, ვამბობდით, რომ გვყავს ერთი კრიტიკული პაციენტი, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა.

ამ პაციენტს, გარდა იმისა, რომ კოვიდ ინფექცია ჰქონდა დადასტურებული, ასევე ჰქონდა ბევრი თანმხლები დაავადება და კოვიდ ინფექციასთან ასოცირებული ბევრი სხვა გართულება. პაციენტი დისტრეს სინდრომითა და სეპტიური შოკით შემოვიდა კლინიკაში, ჩვენთან დაუდგინდა შემდგომში ფილტვის არტერიების ემბოლიის დიაგნოზი, ამასთანავე იყო გულის მძიმე უკმარისობა, თირკმელების უკმარისობა, იყო ინსულტი განვითარებული. ერთი პერიოდი მიღწეული იქნა შედარებითი სტაბილიზაცია, დისტრესიის დაძლევის თვალსაზრისით, თუმცა შემდგომში კვლავ დამძიმდა პაციენტის მდგომარეობა და გუშინ საღამოს გაჩერდა გული, მიუხედავად რეანიმაციული ღონისძიებებისა ვერ მოხდა პაციენტისათვის სიცოცხლის დაბრუნება.

საინტერესო იყო, რომ არ უდასტურდებოდა ბოლოს პრეტესტირების შემდგომ, აღმოჩნდა, რომ ნეგატიურია პისიარ ტესტი, თუმცა ეს ბევრს არაფერს ნიშნავს იმ თვალსაზრისით, რომ მთელი ეს სიმძიმე მისი მდგომარეობის მაინც განაპირობა კოვიდ ინფექციამ, რომელიც იყო ზუსტად წამყვანი ჩამრთველი მექანიზმი ყველა მისი თანმხლები დაავადებების დამძიმებისა.

აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი პაციენტი, გავიარეთ ჩვენ კონსულტაციები ეპიდემიოლოგებთანაც, მაინც კოვიდ გარდაცვალების რიგს განეკუთვნება, ამიტომაც სწორედ აღირიცხა კოვიდ გარდაცვალებული,“ – განაცხადა ლევან გოფოძემ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენ კი ვიცით, რაც არის ამის მიზეზი, თუმცა არაერთხელ განვმარტეთ, რომ საქართველოს ინტერესები არ...

„არაერთხელ გავაკეთეთ განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ინტერესები არ...

“თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ეს ომი ერთ და ორ დღეში ვერ დასრულდება” – ზურაბ ბატიაშვილი

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებას, რა დროსაც კონფლიქტში მონაწილე...

“ივანიშვილზე ეს კანონი არ ვრცელდება. ხოდა, მიეძალეთ ბ–ნ ბიძინას და მის კარგებს/კეთილებს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, სახელმწიფო პოლიტიკური პირის,...

“მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის ნომერ პირველი პატიმარი საქართველოში და მისი ერთადერთი დანაშაული არის ის,...

“მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის ნომერ პირველი პატიმარი საქართველოში და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თეა წულუკიანმა ლევან იოსელიანს მასტერკლასი ჩაუტარა ადამიანის უფლებათა დაცვაში” – ბონდო მძინარაშვილი

პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით სახალხო დამცველის წარდგენისას, მას მწვავე შეფასებებით...