spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დღეს ბიზნესი არის თავისუფალი და ხელშეუხებელი - ვერ...

“დღეს ბიზნესი არის თავისუფალი და ხელშეუხებელი – ვერ მოიყვანთ ვერც ერთ მაგალითს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ჰქონოდათ რაიმე სახის ხელის შეშლა” – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ დღეს, წინა წლებისგან განსხვავებით, ქვეყანაში ბიზნესი აბსოლუტურად თავისუფალია, რასაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებაც ადასტურებს.

როგორც მან ბიზნესის თავისუფლებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა, ის ტერორი, რომელსაც აღნიშნული სფეროს წარმომადგენლები განიცდიდნენ, 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ“ დაასრულა.

დღეს ბიზნესი აბსოლუტურად თავისუფალია. ის, რომ ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდება, წინ მიდის, ამ ყველაფერში ბიზნესის როლი განსაკუთრებულია.

რა თქმა უნდა, ხელისუფლება, თავისი ქმედებებით, გადადგმული ნაბიჯებით, საკანონმდებლო ინიციატივებით ხელს უწყობს, რომ ქვეყანაში ბიზნესგარემო იყოს საინტერესო და მარტივად იყოს შესაძლებელი ამ საქმის წარმოება.

ის ყველაფერი, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა – ტერორი, წართმევა, გადაფორმებები, 2012 წელს, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, წარსულს ჩავაბარეთ. დღეს ბიზნესი არის აბსოლუტურად დაცული და ნებისმიერ ადამიანს ძალიან მარტივად, გამჭვირვალედ, კანონის ფარგლებში შეუძლია, აკეთოს თავისი საქმე ყოველგვარი პრობლემებს გარეშე“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძის განმარტებით, ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის ბიზნესმენს, შეუძლია სხვადასხვა საკითხზე საკუთარი კრიტიკული მოსაზრება დააფიქსიროს, თუმცა ეს უნდა იყოს კანონის ფარგლებში და არ შეიცავდეს შეურაცხყოფას.

დღეს ქვეყანაში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გამოხატოს თავისი დამოკიდებულება, მოსაზრება აბსოლუტურად ყველა მიმართულებით და ყველა საკითხზე, თუმცა ვიღაცას მიაყენო სიტყვიერი შეურაცხყოფა, კატეგორიულად მიუღებელია. ვიღაცას შეიძლება სხვა დამოკიდებულება აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შევუვარდე სოცმედიაში და შეურაცხყოფა მივაყენო. ეს არ არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. ეს არის უზრდელობა და დანაშაული. თუ ადამიანი გამოხატავს თავის მოსაზრებას ნებისმიერ საკითხზე, ეს უნდა იყოს კანონის ფარგლებში და არა გინებით, ბილწსიტყვაობით. გამოხატვის თავისუფლება დაცულია ქვეყანაში ისე, როგორც არასდროს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა განმარტა, რომ განსხვავებული მოსაზრების მიუხედავად, არ არსებობს არცერთი ფაქტი იმისა, რომ მოქმედ ხელისუფლებას რომელიმე ბიზნესმენისთვის ხელი შეეშალოს.

ყველა ბისნესსუბიექტი თავად იღებს გადაწყვეტილებას, როგორ იმოქმედოს და რა გააკეთოს. თქვენ როგორ გგონიათ, ბიზნესის 100% „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია? მაგალითად ავიღოთ ბიზნესმენი, ტელეკომპანია „პირველის“ ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი მამუკა ხაზარაძე, რომელიც ფლობს დეველოპერულ კომპანიას დედაქალაქში, ვერ მოიყვანთ ვერც ერთ მაგალითს, რომ მას მუნიციპალიტეტის ან სახელმწიფოს მხრიდან ჰქონოდა რაიმე სახის ხელის შეშლა. ეს მეტყველებს იმაზე, რომ დღეს ბიზნესი არის თავისუფალი და ხელშეუხებელი.

ეს იმ პოლიტიკის შედეგია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, „ქართულმა ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ გაატარა. გავიხნესოთ წლების წინ რა ხდებოდა – რომელიმე ბიზნესმენს ოპოზიცია დაეფინანსებინოს ღიად და მას რას უზამდნენ, რა მდგომარეობაში ჩააგდებდნენ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ირაკლი კობახიძე: “ევროპარლამენტის საქმე არ არის ქართველი ხალხის გადაწყვეტილების შეფასება”

საქართველოს მმართველ გუნდთან მიმართებით ევროპარლამენტის მიერ მიღებულ მწვავე კრიტიკულ...

“როგორც დედა – დედას, როგორც ქალი – ქალს, გისურვებთ სულიერ სიმტკიცეს, ძალას და სიმშვიდეს”...

სოციალურ ქსელში გავრცელდა ეკატერინა ივანიშვილის წერილი, რომლითაც უპასუხა შვილმოკლული...

“იქნებ ასე ესმით ქოცებს “ცივილიზებულად ოპონირება”? მათ ხომ არ უთქვამთ აქამდე, როგორ ესმით?” –...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ირონიული შეფასებებით...

ანა დოლიძე: “ის რაც ჩვენი პატიმრების თავზე ხდება არის სრული ბარბაროსობა…”

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარე, ანა დოლიძე კონკრეტული შეკითხვების თანხლებით თავის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ ვჩუმდები და ვიყენებ ყველა ხელმისაწვდომ ტრიბუნას მსოფლიოშიც და საქართველოშიც, კიდევ კარგი, რომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტული ფაქტების გასაჯაროვებას აანონსებს...

“ირაკლი კობახიძეს თუ დავუჯერებთ, საქართველო გინესის რეკორდების წიგნშია შესატანი” – მერაბ მეტრეველი

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, საქართველოში რევოლუციების მცდელობებთან დაკავშირებით,...

ვახო სანაია: “ჩვენ ბევრნი და ძლიერები ვართ და დავლეწავთ ამ ბოროტებას❤️”

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში ემოციურ პოზიცია-მოწოდებას აქვეყნებს და...

“ჩემი უკიდურესად მოკრძალებული აზრი ამ უსაგნო, უაზრო და არაფრისმომცემ დისკუსიაზე, რომელიც ენმ-ის ალიანსში დარჩენას...

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის პოლიტიკური გზავნილები...

“ასეთი მხარდაჭერა მე მმატებს ენერგიას, გამძლეობას და მხნეობას” – გიორგი ჩახუნაშვილი

ცნობილი პედიატრის, აკადემიკოს გიორგი ჩახუნაშვილის პირველი წერილი საპატიმროდან, ემოციური...