საქართველოს მმართველ გუნდთან მიმართებით ევროპარლამენტის მიერ მიღებულ მწვავე კრიტიკულ რეზოლუციას, მძიმე შეფასებებით ეხმაურება მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე:
“ევროპარლამენტის საქმე არ არის ქართველი ხალხის გადაწყვეტილების შეფასება.
შეიძლება, ევროპარლამენტარებს ეწყინოთ ქართველი ხალხის ესა თუ ის გადაწყვეტილება, მაგრამ პატივი უნდა სცენ.
საქართველოს ჰყავს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, რომელიც გამოხატავს ქართველი ხალხის ინტერესებს, ერთი კონკრეტული და ვერც რამდენიმე ევროპარლამენტარი ამ მოცემულობას ვერ შეცვლის“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

