spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიქუთაისი, როგორც ეკონომიკურად დეპრესიული ქალაქი, ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია...

ქუთაისი, როგორც ეკონომიკურად დეპრესიული ქალაქი, ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია – გიორგი თევდორაძე

გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშიას” ქუთაისის ოფისის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი თევდორაძე ხელისუფლების ანტიკრიზისულ გეგმას აფასებს. მისი განმარტებით, ცენტრალური ხელისუფლება შექმნილი მდგომარეობის გამოყენებით პოლიტიკურ რეიტინგზე უფრო ზრუნავს, ვიდრე მოქალაქეებზე. ოპოზიციონერი ლიდერი ქუთაისის მძიმე მდგომარეობაზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ საპარლამენტო სტატუსის ჩამორთმევით ხელისუფლებამ ეს ქალაქი ეკონომიურად დეპრესიულ მდგომარებაში ჩააგდო.

ზოგადად, კორონავირუსული ინფექციის შემდეგ ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან ორ პრობლემას გამოვყოფდი:

პირველი – „ქართული ოცნების“ უმთავრესი ამოცანა გახდა ხელისუფლების შენარჩუნება და არა რეალურად ხალხის პრობლემების გადაჭრის მცდელობა. ხელისუფლების ე.წ. ანტიკრიზისულ გეგმას, ამ სიტუაციასთან საერთო არფერი აქვს, ეს უფრო „ქართული ოცნების“ ანტიკრიზისული გეგმაა, რითაც საკუთარი დაბალი რეიტინგის ამაღლებას ცდილობენ.

მეორე, – ამ ყველაფრიდან გამომდინარე მოქალაქეები ხელისუფლების მხრიდან ვერანაირ ბენეფიტს ვერ იღებენ. არის მხოლოდ 200-300 ლარიანი დახმარებების დაპირება.
სარწმუნო წყაროს მიხედვით, ის თანხები, რომელიც აკუმულირებული უნდა იყოს, ჯერ ხელისუფლებას მოძიებული არ აქვს. საუბარია იმ 3 მილიარდზე, რაც კრიზისის მართვისა და ზოგადად, სოციალური დახმარებებისათვის უნდა გამოიყოს.

კონკრეტულად ჩვენს ქალაქზე რომ ვისაუბროთ, ქუთაისი, როგორც ეკონომიკურად დეპრესიული ქალაქი, ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია. მისი გადარჩენის ერთადერთი გზა საპარლამენტო სტატუსი იყო, რაც ხელისუფლებამ წაართვა და პერსპექტივის გარეშე დატოვა.

ზოგად მძიმე ფონს ისიც ემატება, რომ ქალაქს მოქალაქეებზე ორიენტირებული თვითმმართველობა არ ჰყავს. ჩემთვის ძნელი წარმოსადგენია, რა გამოსავლის გზა უნდა შესთავაზოს ცენტრალურმა თუ ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობას. ეს პოლიტიკური უუნარობა შემოდგომის არჩევნებზე უნდა დასრულდეს,“ – განაცხადა გიორგი თევდორაძემ.

ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ივანიშვილს მეტისმეტად მძიმე, არაპროგნოზირებადი და სახიფათო მდგომარეობა აქვს” – ვახო სანაია

ამ ბოლო პერიოდში, სხვადასხვა ღონისძიებაზე, საზოგადოების წინაშე წარდგნენ ბერა...

“ყველაზე ამორალური ამ ისტორიაში ისაა, რომ თან ჰპარავენ საჭმელს და თან აიძულებენ ხმა ქოცებს...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, უფასო სასადილოებთან დაკავშირებით მიმდინარე...

“დაგავიწყდათ როგორ უსაფრთდებოდნენ უბრალოდ აქტიურ ადამიანებს ცოტა ხნის წინ და თავ-პირს ამტვრევდნენ?” – ბაჩანა...

პოლიტიკოსების მიმართ გამოთქმულ კონკრეტულ პრეტენზიას - "პოლიტიკოსებმა ხალხში უნდა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...