spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მზად ვართ დიალოგისთვის, მაგრამ ვიღაცამ თითის დაქნევით ელაპარაკოს...

“მზად ვართ დიალოგისთვის, მაგრამ ვიღაცამ თითის დაქნევით ელაპარაკოს ქართველ ხალხს და სახელმწიფოს, წარმოუდგენელია” – კახა კალაძე

თუ გავიხსენებთ წლებს, როდესაც გარე აქტორების თითის ქნევას თავს ვუხრიდით, ეს ძალიან ძვირი უჯდებოდა ჩვენს ქვეყანას“, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას კანონმდებლობის გადახედვისკენ მოუწოდებენ.

მისი განმარტებით, დღეს, როდესაც საქართველო დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს, მასზე ძალიან დიდი ზეწოლა ხორციელდება.

ბოლო წლების განმავლობაში, უპრეცენდენტო ზეწოლა ხორციელდება ჩვენს ქვეყანაზე. შეიძლება ვისაუბროთ კანონებზე, რომელიც, რა თქმა უნდა, ამ პროცესის ნაწილია, მაგრამ ყველაზე მთავარი მიზეზი, რომელიც კიდევ ერთხელ მინდა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ კარგად გაიგოს, არის ის, თუ როგორ გაბედა საქართველომ მათ გარეშე რაიმე გადაწყვეტილების მიღება. ჩვენ გამოვდივართ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. არჩეული ხელისუფლების პირდაპირი ვალდებულებაა, დაიცვას მშვიდობა, ოჯახები, შვილები და არავის მისცეს უფლება, უდანაშაულო, ახალგაზრდა საჯიშე ბიჭები გამოიყენონ სხვა რომელიმე დიდი ქვეყნის ინტერესების გასატარებლად“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება კანონებს, რომლებზეც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის განცხადებაშია საუბარი, თბილისის მერი განმარტავს, რომ პასუხი არ არსებობს კითხვაზე, თუ რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული კონკრეტული კანონები ევროპულ დემოკრატიას.

მოდი, მივყვეთ ინდივიდუალურად – გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი რატომ გახდა პრობლემა, რატომ ეწინააღმდეგება ევროპულ დემოკრატიას? ოჯახური ღირებულებების დაცვა რატომ არის პრობლემა და რატომ ეწინააღმდეგება ევროინტეგრაციას? არანაირი პასუხი არ არსებობს ამაზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მთავარი პრობლემა რაც არის, არის ის, რომ საქართველომ დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილებები და იცავს საკუთარ სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას. ეს არის სამწუხარო რეალობა“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ აქვე კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ის მუქარა, რომელიც ევროპარლამენტის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან ბოლო წლების განმავლობაში საქართველოსთან მიმართებაში ისმის, კატეგორიულად მიუღებელია.

მუქარები, შანტაჟი, რომელთაც ბოლო წლების განმავლობაში, ყოველდღიურ რეჟიმში ვისმენთ, კატეგორიულად მიუღებელია. ბევრჯერ გვითქვამს, რომ ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, მაგრამ ვიღაცამ თითის დაქნევით ელაპარაკოს ქართველ ხალხს და სახელმწიფოს, წარმოუდგენელია.

მერე რა, რომ პატარა ქვეყანა ვართ და პატარა ეკომონიკა გვაქვს, უდიდესი კულტურის, ტრადიციების მქონე ხალხი ვართ და ვალდებული ვართ, ჩვენი ქვეყნის ინტერესები დავიცვათ. თუ გავიხსენებთ წლებს, როდესაც გარე მითითებებით დავდიოდით, გარე აქტორების თითის ქნევას თავს ვუხრიდით, ეს ძალიან ძვირი უჯდებოდა ჩვენს ქვეყანას და უდიდესი პრობლემების წინაშე აღმოვჩნდით.

ჩვენ, არჩეულ ხელისუფლებას, უდიდესი პასუხისმგებლობა გვაკისრია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის წინაშე. შესაბამისად, ჩვენი პოლიტიკით უნდა დავიცვათ ქვეყანა, ოჯახები და ქართველი ხალხი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

იბფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სასაცილოა და ღმერთო რა ბედნიერებაა, რომ მათი “ინტელექტუალური” ბჟუტური და ამით საკუთარი არარაობის კიდევ...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე თაკო...

“ახლგაზრდების მოსყიდვის გეგმა ამოქოქეს, თან ჩვენი ფულით” – მერაბ მეტრეველი

მთავრობის მიერ დაანონსებულ ინიციატივას ახალგაზრდების ფასიან სტაჟირებასთან დაკავშირებით, კონკრეტული...

“ვინც ეგუება საკუთარი ძირითადი ადამიანის უფლებებისა და მომავლის დანგრევას, არ უნდა გლოვობდეს არც ერთი...

ბიზნესმენი ფადი ასლი, სოციალურ ქსელში კონკრეტული მინიშნებებით, რიყის დოქების...

სემეკი: “სსე-ს წინასწარ უნდა გადაეანგარიშებინა რელეური დაცვისა და ავტომატიკის სისტემები”

საქართველოში, 2026 წლის 24 ივლისს ელექტროსისტემაში მომხდარ მასშტაბურ ავარიასთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...