spot_img
მთავარიეს საინტერესოაევროპელი ინფლუენსერები ბათუმში მოგზაურობენ

ევროპელი ინფლუენსერები ბათუმში მოგზაურობენ

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით ბათუმს ესპანელი, იტალიელი, პოლონელი და ბერძენი ინფლუენსერები სტუმრობენ. ვიზიტის პირველ დღეს მოგზაურებმა ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები და ბოტანიკური ბაღი მოინახულეს, საზღვაო აქტივობები გამოსცადეს და აჭარული ხაჭაპური მომზადების მასტერკლასში მიიღეს მონაწილეობა. ევროპელი ინფლუენსერების მეორე დღე ექსტრემალურ აქტივობას – კაპნისთავის კანიონზე დაშვებას დაეთმო.

აჭარაში მოგზაურობისას ინფლუენსერები ასევე, დალაშქრავენ მტირალას ეროვნულ პარკს და იქ არსებულ ტურისტულ სერვისებს გამოცდიან, მაჭახელას ხეობაში სტუმრობისას კი ხეობის ულამაზეს ბუნებას გადაიღებენ და ჩხუტუნეთის მუზეუმსა და ადგილობრივ სასტუმრო სახლებს ესტუმრებიან. აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს ინფლუენსერები მილიონობით გამომწერს უზიარებენ. ისინი რეგიონში 12 ივნისამდე დარჩებიან.

მნიშვნელოვანია, ჩვენი განახლებული ტურისტული პროდუქტები და სერვისები მოხვდეს საერთაშორისო ინფლუენსერების გვერდებზე, ამიტომ ვმასპინძლობთ წამყვან ბლოგერებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. ისინი აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს თავიანთ გამომწერებს აქტიურად უზიარებენ ინსტაგრამის, ტიკ-ტოკისა და ფეისბუქის მეშვეობით, სადაც საინტერესოდაა წარმოჩენილი აჭარის მთები, ექსტრემალური აქტივობები, ლაშქრობა, ბუნება და ბათუმი თავისი ღირსშესანიშნაობებით. ციფრულ სამყაროში, განსაკუთრებულ ძალას იძენს პირველადი, გულწრფელი ემოციებისა და შთაბეჭდილებების მიტანა ჩვენს პოტენციურ ტურისტებამდე, რაშიც უდიდესი წვლილი სწორედ ინფლუენსერებს მიუძღვით,“ – განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ.

პირველად ვარ საქართველოში, თუმცა ჩამოსვლამდე ვიცოდი, რომ ეს ქვეყანა კარგად ვითარდება. თქვენ გაქვთ არაჩვეულებრივი სამზარეულო, რომლის დასაგემოვნებლად ხშირად დავდივარ იტალიაში ქართულ რესტორნებში, განსაკუთრებით კარგია აჭარული სამზარეულო. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩამოვედი. გარდა სამზარეულოსი, ულამაზესი ბუნება და ლანდშაფტები გაქვთ. მოლოდინს გადააჭარბა თქვენმა არქიტექტურამ. საოცარია, როგორ თანაარსებობს ძველი და ახალი შენობები გვერდიგვერდ, აქ კარგად ჩანს როგორ ვითარდება ქალაქი სიძველიდან თანამედროვეობისკენ,“ – ამბობს დიეგო ფუზინა, იტალიელი ინფლუენსერი.

ერთი სული მქონდა თუ როდის ჩამოვიდოდი საქართველოში, რადგან ბოლო წლებია მადრიდში ქართული სამზარეულოს ბუმია. ჩვენ ვცდიდით ახალ გემოებს, ვსინჯავდით ხაჭაპურს, ხინკალს. ძალიან მინდოდა ჩამოსვლა, რომ მენახა ეს ყველაფერი როგორ მზადდებოდა საქართველოში. მეორე მიზეზი იყო ალი და ნინოს ქანდაკება, ეს ძალიან რომანტიკული სიყვარული ისტორიაა, რომელიც არ ვიცი სიმართლეა თუ არა, თუმცა ძალიან მაინტერესებდა. ბათუმზე ბევრი არაფერი ვიცოდი და მიხარია, რომ ახლა მაქვს საშუალება ეს ყველაფერი აღმოვაჩინო. ჯერ-ჯერობით ძალიან მომწონს ბუნება, ლანდშაფტები და გარემო“, – განაცხადა ესპანელი ინფლუენსერმა ჯიოვანა მარმომ.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გრძელდება მტრული დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ” – კახა კალაძე ევროპელ პოლიტიკოსებზე

„გრძელდება მტრული დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ჩვენ ვიცით, რა...

“როდესაც ანადგურებ იმას, რაც შენი აშენებული არ არის, ამტკიცებ, რომ უბრალოდ ზედმეტად მცირე ხარ...

ბიზნესმენ ფადი ასლის შეფასებები კონკრეტული შედარება-მინიშნებებით: "მემკვიდრეობისადმი, როგორც ადვილად მოსაშორებელ...

“მხოლოდ მივესალმები ე.წ. “რიყის დოქების” დემონტაჟს” – ნიკოლოზ მეტრეველი

ანალიტიკოს ნიკოლოზ მეტრეველის პოზიცია-განმარტებები ე.წ. „რიყის დოქების“ დემონტაჟთან დაკავშირებით: "მხოლოდ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“ორშაბათს სააპელაციო სასამართლომ უნდა უპასუხოს მთავარ კითხვას: არსებობს ამ ქვეყანაში ელემენტარული სამართალი” – ნინი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალური მდივნის, პაატა მანჯგალაძის შვილი, ნინი მანჯგალაძე...