“ერთი ქვეყანა მითხარით ევროკავშირის 27 წევრიდან, სადაც პრემიერ-მინისტრი დებატებში უზის ოპოზიციას”, – ამას ამბობს კობახიძე პროპაგანდისტულ რუსთავი 2-ზე, წერს “კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ლემონჯავა, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში და მწვავე შეფასებებს აძლევს არხზე გამართულ დებატებს:
“სინამდვილეში ხომ ძალიან მარტივი გამოსაცნობია, რატომ დაიწყო დებატები “ქართულმა ოცნებამ”?
ვინმე ფიქრობს, რომ ამ დებატებით რამე შეიცვლება?
ვინმე საღ აზრზე მყოფი ფიქრობს, რომ რუსული პროპაგანდა მოგცემს შესაძლებლობას შენი გზავნილი მიიტანო შენთვის სასურველ აუდიტორიამდე ამ პროპაგანდისვე არხებით?
ივანიშვილის პროპაგანდამ არ დათვალა – რას წააგებდა და რას მოიგებდა ამ პროექტით და ისე შემოგვთავაზა დებატი?
სინამდვილეში რეჟიმი თამაშობს ზოგიერთი ოპოზიციონერის სისუსტეზე, სულსწრაფობაზე, უტვინობაზე; ცნობადობის გაზრდის სურვილზე, აქტუალურობის დაკარგვის შიშზე, პირველხარისხოვანის და მეორეულის ვერ გარჩევის პრობლემაზე.
განა რამე უბედურება მოხდება მათი დებატებში მონაწილეობით? არა, რეჟიმი მაინც ვერ შეიძენს ლეგიტიმაციას, მაგრამ ეს არა იმიტომ, რომ ამ ოპოზიციონერების საქციელი სწორია, არამედ იმიტომ, რომ პროდასავლური სპექტრის უდიდესი ნაწილი სწორად იქცევა.
ეს არის მახე, რომლის მიზანია, საერთაშორისო პარტნიორებს უთხრან, ნახეთ რა იდილიური გარემოა, რა დემოკრატიაა, პრემიერი უზის რიგით ოპოზიციონერს დებატშიო.
სანაცვლოდ ჩვენ ვიღებთ მარტო ერთ რამეს – თუ ვინმეს კარგი ეთერი გაუვარდა, გულს მოვიფხანთ ერთი საღამო.
ესაა რეალობა“, – წერს გიგა ლემონჯავა

