სამშაბათი, აპრილი 29, 2025
5.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიმინიმუმ 1000 ოჯახია, რომელზეც არავის უფიქრია, არადა პასუხისმგებლიანი...

მინიმუმ 1000 ოჯახია, რომელზეც არავის უფიქრია, არადა პასუხისმგებლიანი ხელისუფალი ერთ ოჯახსაც კი არ უნდა ტოვებდეს უყურადღებოდ – თეონა ჭალიძე

ბატონო გახარია მე შემიძლია გაჩვენოთ ათასზე მეტი ოჯახი, რომელიც ძალიან გაჭირვებულია, მათ შორის უმრავლესობა სოციალურად დაუცველია, მაგრამ ვერ ისარგებლეს თქვენი კომუნალური შეღავათით,“ – ეს განცხადება „ახალი საქართველოს“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელმა თეონა ჭალიძემ გააკეთა.

თეონა ჭალიძე აღნიშნავს, რომ ბევრი ოჯახია, რომელიც კომპაქტურად არის ჩასახლებული და მხოლოდ ელექტრო ენერგია აქვთ, ამიტომ გადააჭარბეს დადგენილ ზღვარს, 200 კილოვატს და ვერ მიიღეს შეღავათი. ბუნებრივი აირი კი მათ საერთოდ არ აქვთ:

„პარლამენტში გამოსვლის დროს პრემიერ-მინისტრი თავს იწონებდა და ყელს იღერებდა კომუნალური შეღავათით 1,2-მა მილიონმა ოჯახმა ისარგებლაო.

ბატონო გახარია, მე შემიძლია გაჩვენოთ ათასზე მეტი ოჯახი, რომელიც ძალიან გაჭირვებულია, მათ შორის უმრავლესობა სოციალურად დაუცველია, მაგრამ ვერ ისარგებლეს თქვენი კომუნალური შეღავათით.

რატომ? იმიტომ, რომ არც თქვენ და არც თქვენს მრჩევლებს არ გიფიქრიათ ისეთ ოჯახებზე, რომლებიც ცხოვრობენ კომპაქტურ ჩასახლებებში და მხოლოდ ელექტრო ენერგია აქვთ, ბუნებრივი აირი ზოგადად საერთოდ არ აქვთ, შესაბამისად ლოგიკურია, რომ მთელი დატვირთვა ელექტრო ენერგიის მოხმარებაზე მოდის და თქვენს დადგენილ ზღვარს 200 კილოვატს თვეში, რა თქმა უნდა გადააჭარბებდნენ. მაგალითად თბილისში თევდორე მღვდლის 13-ში, ან ისანში სამხედრო ჰოსპიტალში, მარტო ამ ორ მისამართზე 200-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს და მათმა უმრავლესობამ ვერ ისარგებლა შეღავათით.

ასევე ვერ ისარგებლეს იმ უკიდურეს გაჭირვებაში მყოფმა ოჯახებმა, რომლებსაც თითო ოთახი ან სარდაფი აქვთ ნაქირავები და ცალკე მრიცხველი არ აქვთ, ერთი საერთო მრიცხველით სარგებლობს მაგალითად ხუთი ოჯახი ვარკეთილში გახოკიძის 145-ში.

მინიმუმ 1000 ასეთი ოჯახია, რომელზეც არავის უფიქრია, არადა პასუხისმგებლიანი ხელისუფალი ერთ ოჯახსაც კი არ უნდა ტოვებდეს უყურადღებოდ და მიდგომა უნდა იყოს მორგებული ყველა გამონაკლის შემთხვევაზეც,რომ სამართლიანი იყოს დახმარება და მივიდეს სწორედ იმ ბენეფიციარებამდე, რომლებსაც მართლა სჭირდებათ დახმარება.

მზად ვარ გახარია და დიმიტრი ხუნდაძე მივიყვანო ამ ოჯახებში. დავიწყებ თევდორე მღვდლის 13-ში სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ქალის, მადონას ოჯახში სტუმრობით, რომელსაც შშმ შვილი ჰყავს და არ აქვს ბუნებრივი აირი და აუცილებლობიდან გამომდინარე სულ ესაჭიროება ცხელი წყალი, რის გამოც მთელი დატვირთვა ელ ენერგიის მოხმარებაზე მოდის და შესაბამისად ვერ ისარგებლა მთავრობის შეღავათით. რას ეუბნებით ასეთ ოჯახებს?!

გამოსავალი არსებობს, ხალხის ინტერესიდან გამომდინარე საჭიროა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანობის გამგეობების, მუნიციპალიტეტების მიერ მოხდეს ასეთი ოჯახების აღწერა მათი განცხადების საფუძველზე და მათაც დაერიცხოთ კუთვნილი შეღავათი. ვისაც მხოლოდ ელექტრო ენერგია აქვს შესაბამისად ორმაგი დახმარება მიეცეს, რადგან რომ ჰქონოდათ ბუნებრივი აირიც მაშინ აუცილებლად ჩაჯდებოდნენ დადგენილ კრიტერიუმებში.

ასევე გათვალისწინებული უნდა იყვნენ ისეთი ოჯახები, რომლებსაც დავალიანების გამო ჩაჭრილი ჰქონდათ ბუნებრივი აირი და შესაბამისად გადააჭარბეს ელ ენერგიაზე 200 კილოვატს და ის სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ოჯახებიც, რომლებმაც ვერ ისარგებლეს შეღავათით იმიტომ, რომ 1 ლარი და 45 თეთრით მეტი დაწვეს.

აქვე ცნობისთვის: მე ვისარგებლე მთავრობის ამ შეღავათით, თუმცა არ მჭირდებოდა და მადონამ ვერ ისაგებლა, ეს სამართლიანია ახლა თქვენი აზრით?! – არა, მაგრამ არც ამაზე არ უფიქრია არავის.

P.S. ეს თანხა უკან არ დამიბრუნებია, დავამატე ქველმოქმედებისთვის გაწეულ ხარჯებს და პროდუქტით დავეხმარე რამდენიმე ოჯახს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ მე და ჩემნაირ ოჯახებს არ უნდა მიგვეღო ეს შეღავათი და ამ ფონზე ვისაც მართლა სჭირდებოდა ისინი არ უნდა დარჩენილიყვნენ დახმარების გარეშე.

ჩვენ ,,ახალი საქართველოს’’ სოციალური სამსახური ვთავაზობთ დახმარებას ასეთი ოჯახების აღწერის პროცესშიც. სიამოვნებით ჩავერთვებით და ჩვენს წვლილს შევიტანთ ადამიანებსთვის რეალურად დახმარების გასაწევად,” – აცხადებს თეონა ჭალიძე.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ივანიშვილის ჩოჩორი სანქციებს გადაურჩა, ისე გაძვრა” – ნინო ჯანგირაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პოლიტიკიდან წასვლასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას მძიმე...

“პროკურატურა არის ის ადგილი, სადაც იკერება საქმეები, პოლიტიკური და სინდისის პატიმრების წინააღმდეგ” – გია...

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" წევრი გია ჯაფარიძე, ტვ "პირველთან" კომენტარში...

“ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატის მხრიდან შანტაჟის მიუხედავად, საქართველოს ინტერესები არ დაითმობა” – კახა კალაძე

„ევროპელი ბიუროკრატები დამარცხდნენ არჩევნებში, ქართველმა ხალხმა მათ უთხრა არა....

“დღეს არ გვაქვს ის მდგომარეობა, რაც 2012 წლამდე იყო, როდესაც ერთი კაცის ჯიბეში იყო...

„ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესაძლო გადახედვა შანტაჟის მორიგი მცდელობაა“, -...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მოემზადეთ, წინ პროკურატურის გრძელი დერეფნებია…” – ლალი მოროშკინა

რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულ პოზიციას აფიქსირებს და თავის მოსაზრებას...

ირაკლი ღარიბაშვილის “წასვლა” პოლიტიკიდან დაახლოებით იგივე ამბავია ბიძინა რომ “მიდიოდა” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტიკის ექსპერტის, დავით ზურაბიშვილის პოზიცია-შეფასება ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლასთან...

“ირაკლი ღარიბაშვილს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა” – თინა ბოკუჩავა

“ირაკლი ღარიბაშვილს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა,...