ხუთშაბათი, ივლისი 31, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიწყალტუბოს პროექტი ბიძინა ივანიშვილის და "ქართული ოცნების" კიდევ...

წყალტუბოს პროექტი ბიძინა ივანიშვილის და “ქართული ოცნების” კიდევ ერთი ბლეფი აღმოჩნდა – გიორგი ვაშაძე

„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, პარტიის ადგილობრივ წევრებთან ერთად წყალტუბოში იმყოფებოდა. მან სასტუმრო სანატორიუმი დაათვალიერა და მედიასთან „ქართული ოცნების“ მიერ შეჩერებულ პროექტებზე ისაუბრა. მისი თქმით, ხელისუფლებამ მოსახლეობა მოატყუა და არცერთი დაპირებული მასშტაბური პროექტი არ განახორციელა. ერთ-ერთ ასეთ მაგალითად ვაშაძემ წყალტუბოს რესტავრაციის პროექტი დაასახელა.

გასულ წელს ჩვენ მოვისმინეთ ბიძინა ივანიშვილის 29 ოქტომბერის განცხადება, რომლის მიხედვითაც ის წყალტუბოს პროექტს თავის თავზე იღებდა. სამწუხაროდ, ეს ივანიშვილის და “ქართული ოცნების” კიდევ ერთი ბლეფი აღმოჩნდა, რადგან დღეს ყველა ვხედავთ აქ რაც ხდება.

ჩვენ უნდა გავაკეთოთ ერთი არჩევანი – ან საქართველო გავხადოთ რეგიონის ლიდერი, ან დავრჩეთ ივანიშვილის საქართველოში, რომელიც არის გაჭირვებული და სადაც მუდმივად გვატყუებენ.

დღეს გვაქვს ათობით გაჩერებული პროექტი, მაშინ როცა მხოლოდ წყალტუბოს რეაბილიტაციაზე 350 მილიონი დოლარი უნდა დახარჯულიყო. მეტიც, საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ციხეში ზის, რადგან ინვესტორებზე მუშაობდა და როგორც ჩანს, პირადად ივანიშვილის ინტერესები გადაკვეთა,რის გამოც დასაჯეს, 11 წელი მიუსაჯეს. მთავარი ის არის, რომ ეს კატასტროფა, რაც დღეს ხდება უნდა დამთავრდეს. ამხელა პოტენციალის ქვეყანა არ შეიძლება მშიერი იყოს.

თუ ვინმე იტყვის, რომ პროექტები კოვიდის გამო შეფერხდა, ესეც მორიგი ტყუილი იქნება, რადგან წყალტუბოში სამშენებლოდ ჩამოსული ჯგუფი არავის უნახავს,“ -განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა 2019 წლის 29 ოქტომბერს განცხადება გააკეთა, რომლის თანახმად, წყალტუბოში მდებარე 22 სასტუმროს და 9 აბანოს გამოსყიდვას და კურორტის რეაბილიტაციას დაიწყებდა.

ყოფილი პრემიერის თქმით, წყალტუბო უახლოეს წლებში, აღმოსავლეთ ევროპის უმნიშვნელოვანესი მიზიდულობის ადგილი უნდა გამხდარიყო, რომელიც ბაზარზე ცენტრალური ევროპის დიდ მოთამაშებს გაუწევდა კონკურენციას.

აღნიშნული პროექტით კი რეგიონში 15 000 – 20 000 ადამიანი დასაქმდებოდა.

ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

გიორგი ვაშაძე: “გზა გამარჯვებამდე გადის ნამდვილ ერთიანობაზე. თუ ამას შევძლებთ, რეჟიმი დამარცხდება და ქვეყანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ წერილში...

“რა ვიცი აბა ჯუანშერ, რანაირად აგცდებიან ესენი?! 🤷🏻‍♂️” – ლევან ხაბეიშვილი ჯუანშერ ბურჭულაძეზე

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სკანდალური ინფორმაციებით ეხმაურება...

“დიფ სთეითის დამარცხება იქნება ირაკლი კობახიძის და ტრამპის შეხვედრა – ქოცებო, ამაზე იოცნებეთ” –...

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე ეხმაურება აშშ-ში საქართველოს...

“ღარიბაშვილის გარემოცვა ციხეში წავიდა!” – ელისო კილაძე

კორუფციის ბრალდებით გახმაურებული დაჭერების ფაქტებს ეხმაურება "ქრონიკა +"-ის მთავარი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბატონ წულუკიანის მიერ განაჩენების გამოტანას წერტილი დავუსვი სწორედ მე” – მიხეილ სააკაშვილი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის მამასთან და საქართველოში...

“კარგი იქნება, თუ ბოიკოტის მომხრეები თავს დაანებებენ განსხვავებული აზრისთვის მათივე თანამებრძოლების ლანძღვას” – გია...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ბოიკოტის მომხრეებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს: "კარგი იქნება,...