spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რატომაა ასეთი მნიშვნელოვანი 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნები სომხეთში?"...

“რატომაა ასეთი მნიშვნელოვანი 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნები სომხეთში?” – ზურაბ ბატიაშვილი

ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი სომხეთში 7 ივნისის დაგეგმილი არჩევნების გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე საუბრობს:

რატომაა ასეთი მნიშვნელოვანი 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნები სომხეთში?

რეალურად ეს არჩევნები გეოპოლიტიკური რეფერენდუმია სომხეთის მომავალთან დაკავშირებით. ერთ მხარეს არის ფაშინიანის პროდასავლური პარტია და მეორე მხარეს – 3 პრორუსული პარტია;

ყველა გამოკითხვებით (მათ შორის, ოპოზიციის მონაცემებითაც), ფაშინიანის პარტია პირველ ადგილზე გადის. მთავარი კითხვაა, რა სხვაობით გაიმარჯვებს ფაშინიანი 3 პრორუსულ პარტიაზე ანუ შეძლებს თუ არა ის დამოუკიდებლად მთავრობის ჩამოყალიბებას;

ბუნებრივია, პუტინი ყველა სახის ზეწოლას (სომხური წარმოშობის ოლიგარქები თავისი თანხებით, ეკონომიკური ზეწოლა და მუქარები, სომხური ნაწარმის რუსეთში შეტანის აკრძალვა და ა.შ.) იყენებს ფაშინიანის დასამარცხებლად. მაგრამ ეს ამბავი რუსეთის სასარგებლოდ არ მუშაობს. ზეწოლის შედეგად, პირიქით, იზრდება ფაშინიანის რეიტინგი;

ცხადია, დასავლეთი (აშშ, ევროპა) ღიად უჭერენ მხარს ფაშინიანს და მის პოლიტიკურ პარტიას, რომელთა მთავარი მიზანია შეუქცევადი გახდეს სომხეთის დასავლური განვითარების გზა. თურქეთისა და აზერბაიჯანისთვისაც ფაშინიანია მისაღები;

არჩევნების შედეგები მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც. ჩვენ, რა თქმა უნდა, პროდასავლურ სომხეთს ვგულშემატკივრობთ. გვინდა, რომ მეზობლად დემოკრატიული სომხეთი გვყავდეს და არა რუსეთის სატელიტი. თან სომხეთი ცალკე აღებული ევროპული კუნძული ვერ იქნება რეგიონში. დასავლეთისთვის სომხეთთან ფიზიკურად დასაკავშირებლად გაიზრდება დემოკრატიული საქართველოს მნიშვნელობა;

ცხადია, პუტინი არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში შეეცდება სხვადასხვა სახის პრობლემების (ოპოზიციის ქუჩაში გამოსვლა, არეულობები, ძალადობა და ა.შ.) შექმნას ფაშინიანისთის. მაგრამ ასეთი სცენარისთვის ერევანი მზადაა და ადვილად არ ჩააბარებენ ქვეყანას რუსებს;

გამარჯვება ვუსურვოთ სომეხ ხალხს ამ გადამწყვეტ არჩევნებში! რუსეთი უნდა დამარცხდეს სომხეთშიც და მჯერა, ასეც იქნება!” – წერს ზურაბ ბატიაშვილი სოციალურ ქსელში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ახლგაზრდების მოსყიდვის გეგმა ამოქოქეს, თან ჩვენი ფულით” – მერაბ მეტრეველი

მთავრობის მიერ დაანონსებულ ინიციატივას ახალგაზრდების ფასიან სტაჟირებასთან დაკავშირებით, კონკრეტული...

“რეგიონებში გასვლები იწყება 1 აგვისტოდან. მოკლედ, თქვენი იმედი გვაქვს და მიხარია რომ აქტიურობთ” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ...

“ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა” – კახა კალაძე...

„ავარიები, დაზიანებები ყოველთვის ხდება“, - თბილისის მერი კახა კალაძე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...