ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა ემოციური შეფასებებით და განმარტებებით კონკრეტულ ფაქტებს იხსენებს:
“რატომ არაფერს არ წერ ახალ სამსახურზეო?
ცენზურა ხომ არ იქნებაო?
1937 წელს ხომ არ აბრუნებენო?
მე ასე გეტყვით, 2022 წელს ძალიან გამწარებულმა პროკურატურაში შევიტანე 2000 კაციანი სია, რომლებიც ასე სამსახურივით, დილიდან – საღამომდე გაუგონარ ჭორებს მიგონებდნენ, შეურაცხმყოფდნენ, მაგინებდნენ და მემუქრებოდნენ.
დღემდე დუმილია.
მერე მამაომ მითხრა,ეს შენი ჯვარია და ღირსეულად უნდა ატაროო.
აბა მე რა გითხრათ?
ახლა ჩემი 2022 წლის საჩივრით, თუ სახელმწიფოს 2000 პატიმარი შეემატა სულ არ გამეხარდება.
მთავარი ჯვრის ტარება კი არაა, მისი ზიდვაა.
მე ჩემს ჯვარს გოლგოთამდე ავიტან, როგორი სირთულეებიც არ უნდა მივიღო განგებისგან.
დანარჩენს დრო აჩვენებს“, – წერს სოციალურ ქსელში ლალი მოროშკინა.

