საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,პსჟ”-ს ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია პირველ კომენტარს აკეთებს ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ:
,,მე-5 წუთზე გოლი გავუშვით, ფინალში…
ასეთი მცველების წინააღმდეგ არ არის მარტივი, იმიტომ, რომ მთელი თამაშის განმავლობაში ცდილობდნენ დაცვაში ჩამჯდარიყვნენ და ჩვენ შემტევებზე თითქმის 2-3 კაცი ერთმანეთს აზღვევდა.
ძალიან რთული იყო, მაგრამ ვიპოვეთ მომენტი, პენალტიც “ავიკიდე” და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გუნდს დავეხმარე.
უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ მეორედ მოვიგე ჩემპიონთა ლიგა.
მივხვდი, რომ ფეხბურთში და საერთოდ ადამიანს თუ ოცნება აქვს ყველაფრის გაკეთება შეუძლია. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ღმერთმა მომცა ამის საშუალება, დღეს მე ვიყო ამ სიტუაციაში და იმედია კიდევ ბევრი ქართველი იქნება და იგივეს განიცდის იმიტომ, რომ იმდენად კარგი გრძნობაა, რომ ყველას ვუსურვებ ეს გრძნობა ერთხელ მაინც განიცადოს.
პირველი [გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე] კიდევ ვერ გავიაზრე და უფრო რთული იყო, მეორეზე უკვე მივხვდი, რაც მოხდა”, – განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.
ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი


