spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?"...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და მწვავე შეფასებებს აკეთებს:

გორში პოლიციელების მხრიდან სასტიკი ანგარიშსწორების კადრები ვნახეთ, მხოლოდ ეგ იყო სიახლე, თორემ ყველამ ვიცით რაც ხდება.

აგერ მთლად თბილისის შუაგულში სასიკვდილოდ იმეტებდნენ უნომრო სპეცრაზმელები ადამიანებს, ლევან ხაბეიშვილი, დავით ქაცარავა, ზვიად მაისაშვილი და კიდევ უამრავი ადამიანი გავიხსენოთ.

ლუკა სირაძე, 16 წლის ბავშვი მე-9 სართულიდან გადმოხტა პოლიციელის ზეწოლის გამო, იგივე მიზეზით დემურ სტურუამ თავი ჩამოიხჩო. ვინმემ აგო პასუხი? მხოლოდ ფორმალურად, პირობით სასჯელი და მალევე კარგი სამსახური ლუკა სირაძის გამომძიებელს, დემურ სტურუას საქმეზე საერთოდ გაამართლეს პოლიციელი.

მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან? გორელი ახალგაზრდაც გირგვლიანივით ბანკში მუშაობდა და დღისით-მზისით სასტიკად ცემეს და აწამეს. ახლა რატომ არ ითხოვთ უმაღლესი თანამდებობის პირების დასჯას? თუ გირგვლიანის საქმე მიშას ბრალი იყო, ახლა რატომ არის მხოლოდ იმ 6 პოლიციელის დანაშაული?

სინამდვილეში არანაირი გირგვლიანი თქვენ არ გაწუხებდათ, მის სახელს იყენებთ მხოლოდ პოლიტიკური ოპონირებისთვის. ამიტომაც ხართ უნამუსოები, მანიპულატორები და უბრალოდ ღორები ვისაც არც ნაცემი ადამიანი გადარდებთ, არც ბავშვებისთვის წამლის მოთხოვნით ქუჩაში გალუმპული ადამიანები და არც სამინისტროს წინ ბენზინგადასხმული, დამწვარი დევნილი. ტფუი” – წერს ბაჩანა შენგელია სოციალურ ქსელში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ეს ის შემთხვევაა, როდესაც ქართული ღირებულებების დაცვის სახელით, კუნთმაგარი და ჭკუათხელი ადამიანები ზუსტადაც რომ...

კულტურის, ეროვნული იდენტობის დაცვის მიზნით დაანონსებულ ახალი მოძრაობის შექმნას...

“ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა” – კახა კალაძე...

„ავარიები, დაზიანებები ყოველთვის ხდება“, - თბილისის მერი კახა კალაძე...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“ავტორიტარიზმი ესეცაა – განუსაზღვრელი მოლოდინის ქვეშ სტრესული ცხოვრება, როდესაც მუდმივად “ჩემოდნებზე” ზიხარ!”

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას კონკრეტული განმარტება-მინიშნებებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...