spot_img
მთავარიადამიანის უფლებები"გორში მომხდარი საპოლიციო ძალადობა “ქართული ოცნების” ძალადობრივი სისტემის...

“გორში მომხდარი საპოლიციო ძალადობა “ქართული ოცნების” ძალადობრივი სისტემის კიდევ ერთი სასტიკი დანაშაულია” – “ოპოზიციის ალიანსი”

გორში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რა დროსაც პოლიციელები ძალადობდნენ მოქალაქეებზე, მწვავე განცხადებას ავრცელებს “ოპოზიციის ალიანსი”.

გორში მომხდარი საპოლიციო ძალადობა “ქართული ოცნების” ძალადობრივი სისტემის კიდევ ერთი სასტიკი დანაშაულია.

ივანიშვილის რუსული, კრიმინალური რეჟიმი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ მათ, ვინც ყოველდღიურად ქუჩის პროტესტშია, არამედ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა.

წლების განმავლობაში, რუსული რეჟიმი სისტემურად ძალადობს საქართველოს მოქალაქეზე, აწამებს, წამლავს, უკანონოდ აპატიმრებს, ატერორებს ადამიანებს, რასაც ქართველი ხალხი ურყევ წინააღმდეგობას უპირისპირებს.

ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი, ისევე როგორც სამინისტროს სხვა ხელმძღვანელი პირები, თავად არიან მხილებული ადამიანების სისტემურ წამებაში, რის გამოც ისინი საერთაშორისო სანქციების ქვეშ არიან. ივანიშვილმა საქართველოს პოლიცია მისი კრიმინალური საქმიანობისა და უდანაშაულო ადამიანებზე ზეწოლის იარაღად აქცია, რისთვისაც გააუქმა პოლიციაში სამსახურის დაწყების ყველა გონივრული წინაპირობა.

ივანიშვილის რუსული სისტემა შეზრდილია ორგანიზებულ კრიმინალთან და ნაცვლად დამნაშავეობასთან ბრძოლისა მუდმივად ზრდის ორგანიზებული დანაშაულებრივი სისტემისგან მომდინარე საფრთხეებს ჩვენი მოქალაქეებისთვის.

საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოების, კეთილდღეობის, ღირსეული, მშვიდობიანი და დაცული გარემოს შექმნის ერთადერთი გზა ივანიშვილის რეჟიმის ჩამოშლა და დაბალანსებული, მოქალაქის ინტერესებზე ორიენტირებული მმართველობის დამკვიდრებაა.

ამისთვის ბრძოლას არ შევაჩერებთ სანამ რეჟიმი არ დამარცხდება და ძალადობაში დამნაშავე თითოეული პირი არ აგებს პასუხს დამოუკიდებელი მართლმსაჯულების წინაშე“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ზუსტად ეს არის საკუთარი ქვეყნის ღალატი – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია” – ირაკლი კობახიძე

ნიკა გვარამიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს ("ოპოზიციის სტრატეგია...

“მაშინ ვბერდებით, როცა ჩვენს ბედნიერებას სხვებს ვანდობთ…” – ფადი ასლი

ბიზნესმენ ფასი ასლის მოსაზრება-შეფასებები, 5-პუნქტიანი ვარაუდები დაბერებასთან დაკავშირებით: "მაშინ ვბერდებით,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...