spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ყველამ იცოდა ამ აქციის ფასი და ვინც ქუჩაში...

“ყველამ იცოდა ამ აქციის ფასი და ვინც ქუჩაში გამოვიდა, გამოვიდა ბრძოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის, თავისუფლების და დიდი ეროვნული ტრადიციის ერთგულების სახელით” – ნუგზარ წიკლაური

“კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნუგზარ წიკლაური 26 მაისს ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციის შეფასებას ახდენს:

ყველამ იცოდა ამ აქციის ფასი და ვინც ქუჩაში გამოვიდა, გამოვიდა ბრძოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის, თავისუფლების და დიდი ეროვნული ტრადიციის ერთგულების სახელით.

რეჟიმს სურდა ეთქვა, რომ პროტესტი გაქრა, ხალხი არ გამოვიდა; რომ საქართველო დანებდა. ამ სურათის დასადგმელად დაჰქროდნენ კოსმოსში სანქცირებული ტელევიზიების დრონები და ამიტომ უღებდნენ მიტინგის დაწყებამდე ქუჩებს ფოტოებს პროპაგანდის მოჯამაგირე ჟურნალისტები.

26 მაისს წინ უძღოდა დაჭერები, ასზე მეტი პოლიტპატიმარი, ნაგვემი, მოწამლული და ნაწამები ახალგაზრდები, მასობრივი ტერორი და ამის გამო მრავალი შიშობდა, რომ ბევრი სახლში დარჩენას არჩევდა.

ოპოზიციიდანაც გამოჩდნენ სკეპტიკურად განწყობილი პარტიები. ზოგმა პირდაპირ გამოაცხადა, რომ 26 მაისს არ შეუერთდებოდა საკუთარ ხალხს; რომ ასეთი 26 მაისი მათი არ იყო; რომ რეჟიმის ადგილობრივი არჩევნები ბევრად ამაღელვებელია, ვიდრე თავისუფლების დღე.

მაგრამ ხალხი თავისი უტყუარი ალღოთი მიხვდა, რომ სახლში დარჩენა ქვეყნის დაკარგვას ნიშნავს და მაინც გამოვიდა. ზოგი მათგანი ოცდაათი წელია აქ არის და ზვიადის დროიდან მახსოვს, ზოგი ახლა შემოუერთდა მოძრაობას, ზოგიც ხვალ მოვა და გაამაგრებს დანარჩენებს.

26 მაისს მთელი მსოფლიოს დასანახად საქართველომ თქვა, რომ ღირსების აყრას არ შეეგუება; რომ აქ ივანიშვილის პატარა სოფლის დოქტრინა ვერ გაიმარჯვებს.

მაინც მოვიგებთ!
უსამართლო ძლიერებას საუკუნო არ აქვს ძალი 🇬🇪“, – წერს ნუგზარ წიკლაური სოციალურ ქსელში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გაუგებარია, ადამიანი რომ ჰქვია, ის რატომ უნდა ცდილობდეს ტალახში იგორავოს და ირგვლივ ყველაფერი, რაც...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად გამოჩენილი...

“ჰაი, დავბრუნდი, ისევ ისე მიყვარხართ როგორც მიყვარდით❤️ შეიძლება უფრო მეტადაც კი” – ნანუკა ჟორჟოლიანი

3-დღიანი პატიმრობის შემდეგ, თავისუფალია ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გაუგებარია, ადამიანი რომ ჰქვია, ის რატომ უნდა ცდილობდეს ტალახში იგორავოს და ირგვლივ ყველაფერი, რაც...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად გამოჩენილი...

“ეს არის რეფერენდუმი, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” პირწმინდად მარცხდება” – გოჩა მირცხულავა

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, "დაიცავი ილიაუნის" ინიციატივას...

“არავის გირჩევდით ამ სიკეთის წინააღმდეგ წასვლას” – არჩილ გამზარდია

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, "დაიცავი ილიაუნის" ინიციატივას,...