სოციალურ ქსელში “ქრონიკა +”-ის დამფუძნებელის, ელისო კილაძის შვილი, დედის დაპატიმრებიდან 3 თვის პერიოდის მოკლე შეჯამებას აკეთებს ემოციური შეფასებებით:
“რა მოხდა ბოლო 3 თვის მანძილზე:
1. დედა დააკავეს არაპროპორციული ძალის გამოყენებით, დემონსტრაციულად. თავად დადიოდა პროკურატურაში, ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში. დაერეკათ – მივიდოდა, იქვე დაადებდნენ ბორკილებს. არა! შოუ, მასკარადი, პოლიციელები იარაღით და ნიღბებით.
2. სახლში ჩაატარეს ჩხრეკა, რომელიც გრძელდებოდა 6 საათი. დიდი რაოდენობით ფული, ოქროს ზოდები, ძვირფასი სამკაულები ან საათები რომ ეპოვათ, თქვენ, ჩვენზე ადრე გაიგებდით✋🏻
3. დააყადაღეს ოჯახის ყველა წევრის ქონება. ჩემი მანქანა, ჩემი ძმის მანქანა, დედას სამსახურის მანქანა, ყველა პროკურატურის საჯარიმოზეა გადაყვანილი, გამოყენების უფლების აკრძალვით ❌
4. დედას დღემდე არ აქვს ზარის უფლება. 3 თვეა ერთხელაც არ ულაპარაკია არც ერთ ოჯახის წევრთან. არ აძლევენ წერილის დაწერის უფლებას. სანატრელი მაქვს, რომ ხელნაწერი მაინც დავინახო და მისი ლამაზი კალიგრაფია ვიცნო 💘
5. ამასობაში 🤡 4 ადამიანი, ვინც ხელი მოაწერეს 700 მილიონი დოლარის თაღლითური გზით მოპოვების ბრალდებას – თავისუფლები არიან. ელისოზე ცრუ ჩვენების მიცემის და სავარაუდოდ, უამრავი მილიონი დოლარის გადახდის სანაცვლოდ. ბენ ანორი საერთოდ დეველოპერი გამხდარა, აპარტამენტებს ყიდის 🫠🤷♀️
ძვირფასო პროკურატურა, ძვირფასო სასამართლო, ჩვენ არ გვაქვს მილიონები, რომ დედას თავისუფლების სანაცვლოდ შემოგთავაზოთ🙏🏻
გახსენით პროცესი, მიეცით ზარის განხორციელების უფლება, წერილის დაწერის უფლება. გაათავისუფლეთ უდანაშაულო ჟურნალისტი!
წინა სასამართლო პროცესი გაიმართება ხვალ, 25 მაისს , თბილისის საქალაქო სასამართლოში, 12 საათზე.
დე მენატრები რა 🥺☀️💘“, – წერს ელისო კილაძის შვილი.

