spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"26 მაისის აქციაზეც, რომელსაც მე მხარს ვუჭერ, ჩემი...

“26 მაისის აქციაზეც, რომელსაც მე მხარს ვუჭერ, ჩემი აზრით, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ არა პარტიული ლოზუნგების, არამედ ჩვენი ხუთჯვრიანი ეროვნული დროშის გარშემო” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი “ოპოზიციის ალიანსის” მიერ 26 მაისს დაანონსებულ აქციას ეხმაურება, მხარდაჭერას უცხადებს და კონკრეტული შეთავაზებებს აკეთებს:

26 მაისის აქციაზეც, რომელსაც მე მხარს ვუჭერ, ჩემი აზრით, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ არა პარტიული ლოზუნგების, არამედ ჩვენი ხუთჯვრიანი ეროვნული დროშის გარშემო, რომელიც კიდევ ერთხელ უნდა გახდეს ჩვენი წინააღმდეგობის დროშა.

ზოგი ხუთჯვრიან დროშას მიშას დროშას უწოდებს, თუმცა ეს არაა მართებული. სინამდვილეში ეს არის ჩვენი ისტორიული დავითიანი დროშა, რომელთან ერთადაც გავიმარჯვეთ ვარდების რევოლუციაში, შევქმენით ახალი ქართული სახელმწიფო, 2008 წელს შევაჩერეთ რუსეთი.

ამ დროშით გაიცნო საქართველო თანამედროვე მსოფლიომ. ეს დროშა შეიყვარა ქართველმა ხალხმა და ამ დროშის დიქტატორს ისე ეშინია, როგორც ეშმაკს პირჯვრის გადაწერის.

სწორედ ამ დროშით ხელახლა უნდა აღვადგინოთ საქართველოს სიძლიერე, მოვაშოროთ რეჟიმი და გავათავისუფლოთ ჩვენი ტერიტორიები. ამ ქრისტიანული დროშით ბოლომდე უნდა დავმკვიდრდეთ ევროპაში.

26 მაისი ყველამ უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალკე ეპიზოდური აქცია, არამედ უნდა გადაიზარდოს თანმიმდევრულ საპროტესტო გაშლილ ფრონტში – საქართველოს გასათავისუფლებლად.

მხარს ვუჭერ ლევან ხაბეიშვილის მიმართვას, რომ დროშის გარშემო გაერთიანებულებმა უნდა გამოვიჩინოთ კიდევ მეტი გაბედულება და გადავიდეთ შეტევაზე“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ზუსტად ეს არის საკუთარი ქვეყნის ღალატი – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია” – ირაკლი კობახიძე

ნიკა გვარამიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს ("ოპოზიციის სტრატეგია...

მიხეილ სააკაშვილი: “მე ყველას გავუხსენი გზა წარმატებისკენ”

ქვეყნის მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ისტორიის მიმოხილვას ახდენს...

“მნიშვნელოვანი ცვლილებები დაინიცირდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე ამერიკული დელეგაციის მიერ საქართველოზე” – გიორგი ბურჯანაძე

4 იბლისს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე, საქართველოსთან დაკავშირებით დაინიცირებულ რეზოლუციაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...