spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ..." -...

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

“ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით კონკრეტულ შეფასებებსა და მინიშნებებს აკეთებს პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია:

ბიძინა ივანიშვილს აქვს უნიკალური თვისება – ის, ვინც მის გვერდით პატივს დათანხმდება, თან უარს არ ეტყვის, მისცემს ამ პატივს, შეიფუთავს, წარადგენს, შეუქმნის ძალაუფლების ილუზიას და პარალელურად, ისეთს ათქმევინებს და გააკეთებინებს, ძირსვე დაანარცხებს, ამოგანგლავს და მიაგდებს ტალახიან “მეფურობას”, რადგან არ შეიძლება ვინმეს ჰქონდეს ბიძინაზე მეტი არც ძალაუფლება, არც ავტორიტეტი და თუ თავად საკმარისი სახელი არ აქვს, ნებისმიერ პატივცემულ გვამს კიდევ უფრო ნაკლები სახელი უნდა ჰქონდეს, რომ ძალაუფლების ილუზია ძალაუფლების განცდაში არ აერიოს.

არ დაგვავიწყდეს, ეს ჩვენთვის არსებობენ პატრიარქები, პრემიერები, პრეზიდენტები. ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ, პერსონაჟი, რომელსაც რაღაც როლი გადაუგდო თავისივე სერიალში და როგორც პერსონაჟი არავინაა სინამდვილეში, ისე არავინაა ბიძინასთვის არც პატრიარქი, არც პრემიერი, არც პრეზიდენტი და არც სხვა.

პატრიარქობის პირველივე წირვაზე მიუჩინა ბიძინა ივანიშვილმა ადგილი პატრიარქ შიოს, განუსაზღვრა ჩარჩო, რა თქვას, რა გააკეთოს, ვინ ცნოს და ვინ არ ცნოს პატრიარქმა და იქვე გააფრთხილა, გქონდეს ეგ თაყვანი და იყავი მოჩვენებითი კერპი, მაგრამ არ დაიჯერო, თორემ ძვირად დაამთავრებ, რადგან ეგ სხვებისათვის ხარ პატრიარქი, ბიძინა ივანიშვილისთვის კი მხოლოდ პერსონაჟი, რომელსაც რასაც უნდა იმას უზამს“, – წერს არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“აქ იმდენად თავად სააკაშვილი არაა პრობლემა, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მისეული ხედვა” – დავით...

მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ პოლიტიკურ შეფასება-განმარტებებს, სადაც...

Business Insider Polska: ბათუმი შავი ზღვის რეგიონში ბიზნესისა და ტურიზმის ახალ ცენტრად ყალიბდება

„Business Insider” – ის პოლონური გამოცემა ბათუმის შესახებ ვრცელ...

“ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში თავს ისე გრძნობს, როგორც ოჯახში” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორი, იაგო კაჭკაჭიშვილი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...