spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საარსებო კრიზისთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა...

“საარსებო კრიზისთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გახდეს უფასო!” – ანა დოლიძე

პარტია “ხალხისთვის” თავმჯდომარე, ანა დოლიძე საარსებო კრიზისთან დაკავშირებით კონკრეტულ ინიციატივას სთავაზობს მმართველ გუნდს:

ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, შექმნილ საარსებო კრიზისთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გახდეს უფასო! ეს არის მიღებული, შედარებით სწრაფი ფორმა:

1. მყისიერად შევეხიდოთ ხალხს და კრიზისის დროს ასეულობით ლარი დავუზოგოთ;

2. მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის, რაც ასეთ დროს მიღებული ფორმაა. დიდი ხანია ვიბრძვი რომ ისედაც, მუზეუმებსა და პარკებში იყოს ორნაირი ფასი: საქართველოს მოქალაქეებისთვის და უცხოელებისთვის. ეს პრაქტიკა დანერგილია ბევრ ევროპულ ქვეყანაში;

3. ეს ნაბიჯი გაკეთდება სწრაფად, არ მოითხოვს დიდ აზროვნებას, რისი უნარიც, ბუნებრივია, მმართველ პარტიას არ აქვს;

4. საარსებო კრიზისთან მიმართებით ეს ნაბიჯი გადაიდგა მსოფლიოს ბევრ ქალაქში.

ნათია თურნავას რომ ჰკითხოთ, გაძვირებული ფასების შემხედვარე გაძვირებული სესხების სახით უნდა ამოიღოს ჩვენი ჯიბიდან ფული და ჩაიდოს კიდევ მეტი შემოსავალი ბანკებს. სესხების გაძვირება, უკვე არსებულ საარსებო კრიზისს კიდევ უფრო ამძაფრებს. ჩვენი უსამართლო ეკონომიკა ამ ნაბიჯით კიდევ უფრო უსამართლო გახდა“, – წერს ანა დოლიძე სოციალურ ქსელში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

Business Insider Polska: ბათუმი შავი ზღვის რეგიონში ბიზნესისა და ტურიზმის ახალ ცენტრად ყალიბდება

„Business Insider” – ის პოლონური გამოცემა ბათუმის შესახებ ვრცელ...

“ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ქართველი ხალხია და არა გარე ძალები, ისე როგორც ეს წლების წინ...

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან გამოეხმაურა საქართველოს შესახებ მორიგ...

“ბაჩო ახალაია რეჟიმის ახალი მძევალია და მისი გათავისუფლება, სხვა რეჟიმის ტყვეობაში მყოფებთან ერთად, ჩემთვის...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...